თავში

ყველა პასუხისგებაში მიეცემა, ვინც ჩაიდინა დანაშაული - ალექსანდრე დარახველიძე

ყველა პასუხისგებაში მიეცემა, ვინც ჩაიდინა დანაშაული - ალექსანდრე
ყველა პასუხისგებაში მიეცემა, ვინც ჩაიდინა დანაშაული - ალექსანდრე დარახველიძე

დმანისში ადგილობრივებს შორის მომხდარ დაპირისპირებას შს-მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. 

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია და ყველა დამნაშავე პირი პასუხისგებაში მიეცემა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე გამოძიება. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. ხდება კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.  მომხდარზე გამოძიება გაგრძელდება იმ მუხლებით, რაც გამოიკვეთება და  მოხდება ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც ჩაიდინა დანაშაული," - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. 

შეგახსენებთ, დმანისში ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. ხელჩართული ბრძოლის მიზეზი მაღაზიაში ე.წ. ნისიაზე უარის თქმა გახდა.

თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდება. 

ინციდენტს გამოეხმაურა დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილიც, მისი თქმით, კონფლიქტი არ შეიძლება ეთნიკურ ჭრილში იქნას განხილული, რადგან დმანისში ყველა მეგობრულად ცხოვრობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system