თავში

,,შეგვბოჭა და ისე ჩაგვსვა მანქანაში, საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა" - ლაშა შენგელია დეტალებს იხსენებს

,,შეგვბოჭა და ისე ჩაგვსვა მანქანაში, საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა" - ლაშა შენგელია დეტალებს იხსენებს
,,შეგვბოჭა და ისე ჩაგვსვა მანქანაში, საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა - ლაშა შენგელია დეტალებს იხსენებს

გვკითხა, ვინ მოდიხართ ჩემთან ერთადო და ჩვენ თვითონ შევთავაზეთ საკუთარი თავი, რადგან დანარჩენი ქალები იყვნენ, - ზუგდიდში, ,,საქართველოს ბანკზე" თავდასხმის ფაქტს ერთ-ერთი მძევალი იხსენებს, რომელიც ყველაზე ბოლოს გაათავისუფლეს.

მისი თქმით, გამტაცებელმა თავადაც არ იცოდა საით უნდა წასულიყო და უკანა გზას ამოწმებდა, რადგან აინტერესებდა აედევნენ თუ არა სამართალდამცველები.

"ძალიან მოზომილი იყო. არანაირ დისკუსიაში არ შემოდიოდა. გვეუბნებოდა ისე მოიქეცით, ასე მოიქეცითო. ერთადერთი ბატონმა ავთომ განმუხტა სიტუაცია. თავდამსხმელი ძალიან შეშფოთდა, როცა კადრებში ნახა მძიმე ტექნიკა და იქ ცოტა დაიძაბა სიტუაცია.

არანაირი ძალადობა არ იყო. ჩვენ გვკითხა, ვინ მოდიხართ ჩემთან ერთადო. ბატონი ავთოს გარდა უნდა ყოფილიყო კიდევ სამი მძევალი. ჩვენ თავად გამოვხატეთ სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქალი იყო. შეგვბოჭა და ისე ჩაგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალი იჯდა, ის დასვა, მე გვერდით მომიჯდა თვითონ. ერთი მძევალი გვერდით მეჯდა ბულიაა გვარად და მის გვერდით იჯდა ბატონი ავთო. თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა სად უნდა წასულიყო. ერთხელ გვითხრა, რომ წავედით წალენჯიხისკენ, მერე შეცვალა მიმართულება. უკან აკვირდებოდა ვინმე მოსდევდა თუ არა. ბატონი ავთო პირდებოდა და ყველანაირად ეცადა დაერწმუნებინა ეს კაცი, რომ არ მოსდევდა არავინ და არ დადგებოდა მისთვის ცუდი შედეგი"- ამბობს ერთ -ერთი მძევალი "რუსთავი 2-თან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system