თავში

ცოტნე გამსახურდიას დაჭრაში ეჭვმიტანილებს ბრალს დღეს წაუყენებენ

ცოტნე გამსახურდიას დაჭრაში ეჭვმიტანილებს ბრალს დღეს წაუყენებენ
ცოტნე გამსახურდიას დაჭრაში ეჭვმიტანილებს ბრალს დღეს წაუყენებენ

ცოტნე გამსახურდიას დაჭრაში ეჭვმიტანილ პირებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. მათ გამოძიება მკვლელობის მცდელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

დაკავებულები თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან განთავსებულნი.

გამსახურდიას ადვოკატის ცნობით, მას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. მისივე განცხადებით, ინციდენტი სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია, 19 დეკემბერს გვიან ღამით დაჭრეს. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system