თავში

ბანკებმა 100 მლნ ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო სესხები გასცეს

ბანკებმა 100 მლნ ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო სესხები გასცეს
ბანკებმა 100 მლნ ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო სესხები გასცეს

“საკრედიტო–საგარანტიო სქემის ფარგლებში, ბანკების მხრიდან 80-მდე ბიზნესპროექტზე დაახლოებით 100 მლნ ლარამდეა გაცემული,” - ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განუცხადა.  მისივე თქმით, მდგომარეობით დაახლოებით 80-მდე პროექტია დაფინანსებულია. ამ 100 მლნ ლარიდან ძირითადი თანხა – 80%-ზე მეტი ახალ სესხებზე გაცემული გარანტიებია, არადა  პროეტის გაშვებამდე საბანკო ასოციაცია ელოდა, რომ 100 მლნ-იანი ბიუჯეტი ძირითადად რესტრუქტურიზაციებზე გაიხარჯებოდა.

"წლის ბოლომდე ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტი სესხის გაცემას ველოდებით. ასევე ჩვენ სააგენტოსთვის “აწარმოე საქართველოში” რეკომენდაციები მიწოდებული გვაქვს, თუ რა კუთხით შეიძლება განვითარდეს ესა თუ ის პროექტი", - აღნიშნავს ძნელაძე.

პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ცვლილებებია.

1. ივენთ კომპანიებს საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვის და საბანკო პროცენტის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა  გაუჩნდათ. მათთვის  სესხის სუბსიდირების ახალი სქემა გუშინ გაეშვა. 

2. კომპანიები, ინდმეწარმეები, ფერმერები, რომლებიც მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანით არიან დაკავებული, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვას შეძლებენ.

3.ტექნიკური დაზუსტების შედეგად მცირე და საოჯახო სასტუმროების პროცენტის სუბსიდირების პროგრამა უფრო გაფართოვდა.

4. საკრედიტო - საგარანტიო სქემით ის მეწარმეებიც შეძლებენ სარგებლობას, რომლებსაც სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აქვთ აღებული.

პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" 2 მიმართულება და ჯამში 11 ახალი კოდი ჩაემატა

ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system