თავში

ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა
ბიძინა ივანიშვილის ქონება შემცირდა

Forbes-ის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულება $1.5 მილიარდი დოლარით შემცირდა და ის ამჟამად $3.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.  ივანიშვილის ქონება მაქსიმალური 2012 წელს იყო და $6.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება შეუქცევადად მზარდია ბოლო რამდენიმე თვეა და ამჟამად $5.80 მილიარდი დოლარია. ქონების ამ მაჩვენებლით ის  მსოფლიოს 500 მილიარდერს შორის 467 ადგილს იჭერს. მილიარდერების ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება ყველაზე მაღალი - 2013 წელს იყო, როცა 6.40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი უმდიდრესი ადამიანების ყოველდღიური რეიტინგია, რომლის სიაში სულ 500 მილიარდერია. მილიარდერთა რეიტინგში 64 წლის ბიძინა ივანიშვილი ერთადერთი ქართველია. 

პოლიტიკიდან წასვლამდე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ Entrepreneur-თან განაცხადა, რომ Bloomberg-ის და Forbes-ის შეფასებები მის ქონებაზე რეალობას არ ასახავს. როგორც თავად პოლიტიკიდან წასვლის წინ 2021 წლის იანვარში განაცხადა,  "$200 მილიონ დოლარს დაიტოვებს" დანარჩენს "ქართუს" საქველმოქმდედოდ გადაუფორმებს. 

"10-15 წლის წინანდელი მონაცემებია [$5.5 მილიარდიანი ქონება]. „ფორბსთან“, მაგალითად, ათ წელზე მეტია, არ მითანამშრომლია. თავიდან, ჩემი თანხმობით, ისინი სწავლობდნენ კაპიტალის წარმოშობას და მეც არ მქონია პრეტენზია მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე, მაგრამ ბოლო წლებში არც კი ვიცი, როგორ და რას ითვლიან, რადგან ინფორმაციას აღარ ვაწვდი," - ამბობს ივანიშვილი და დასძენს, რომ "სოციალური მეწარმეობის" ფარგლებში ბიძინა ივანიშვილის დანახარჯი მილიარდ დოლარს უტოლდება. ივანიშვილის თქმით, ესაა ფული, რომელიც მოგების გარეშე, კომერციული გათვლის გარშეა გაცემული. ამ სოლიდური თანხის "დაკარგვის" მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ არ გაღარიბდა.

ექსპრემიერი საკუთარ ქონებას საქართველოში განხორციელებულ პროექტებში, უძრავ ქონებასა და ოფშორულ ზონებში ხელოვნების ნიმუშებში, აქციებში, ობლიგაციებსა და შვეიცარიული ბანკების დეპოზიტებში ინახავს. ხუთი წელია გრძელდება ივანიშვილის სასამართლო დავა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან, სადაც ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის საქმიანობით, მილიარდერს $100 მილიონზე დიდი ზარალი მიადგა. დავა შვეიცარიაში, სინგაპურსა და ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარეობს.

ერთადერთი ქართველი მილიარდერი მსოფლიო ფილანტროპების სიაშია.  ფოლანტროპი არის ქველმოქმედი, მოწყალე ადამიანი. თანამედროვე გაგებით ესაა საზოგადოების სასარგებლოდ გაწეული ღვაწლი, რომელიც მიმართულია საზოგადოების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

"ილონ მასკი, ბილ და მელინდა გეითსები, ბიძინა ივანიშვილი, მაკენზი სკოტი, მინ კაო და ჩარლზ ფინი ამტკიცებენ, რომ საკუთარი ქონების გამოყენება ბევრნაირად შეიძლება სამყაროში ცხოვრების გასაუმჯობესებლად," - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Contrepoints-ი წერს. გამოცემის მიხედვით, ამ ადამიანებმა საკუთარი არასტანდარტული აზროვნებით დათმეს მაღალშემოსავლიანი პროექტები ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან 2021 წლის იანვარში წავიდა. მან ფონდ „ქართუს“ ჯამში 28 ობიექტი გადაუფორმა. ერთადერთი ქართველი მილიარდერი ამბობს, რომ ამით ის არ გაღარიბებულა. ივანიშვილი საქართველოში ბიზნესის მომგებიანობით უკმაყოფილოა. ბიზნესმენი აღიარებს, რომ ბიზნესის მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ვერ შეძლო საქართველოში მომგებიანი ბიზნესკომპანიების დაფუძნება. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, , "ქართუ ბანკის" ქველმოქმედება 55 მილიონი დოლარს უტოლდება.

რა ქონება გადასცა ივანიშვილმა ფონდ "ქართუს", ნახეთ აქ.

ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა.

შარშან საქართველოდან 209.3 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია პანამიდანაა გატანილი. სპეციალისტებისთვის პანამური ინვესტიციებს დიდწილად ტურიზმის განვითარების ფონდთან და სხვა აქტივებთან ასოცირდება, რომლის უკანაც, მათი მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი დგას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system