თავში

ბიზნესი მოკლევადიან ეფექტურ სტრატეგიას ითხოვს

ბიზნესი მოკლევადიან ეფექტურ სტრატეგიას ითხოვს
ბიზნესი მოკლევადიან ეფექტურ სტრატეგიას ითხოვს

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები  ფიქრობენ, რომ ეკონომიკური განვითარების 10 წლიანი გეგმის დოკუმენტის შემუშავება ამ ეტაპზე არაგონივრულია. მათი განმარტებით, თუ არ გვექნება მოკლევადიანი, წლიანი, სამოქმედო გეგმა, ყველა სხვა გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბარი ზედმეტია. მათივე განმარტებით, მოსახლეობაც და ბიზნესიც ახლა გადარჩენისთვის იბრძვის, რისთვისაც მოკლევადიანი ეფექტური სტრატეგია სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

"გადარჩენა დღეს და ხვალ გვჭირდება და არა რაღაც 10 წლიანი პერსპექტივაში. მდგომარეიბა, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლება, ამიტომ რაიმეს გათვლა 10 წელზე შეუძლებელია“,- ეუბნება report.ge-ს ტუროპერატორი და გიდი ლევან ბაბუნაშვილი. მისი განმარტებით, 10-წლიანი ეკონომიკური გეგმის დაანონდება მთავრობის მხრიდან  პოპულისტური ნაბიჯი უფროა, ვიდრე რეალურ სტრატეგია.

"1 კვარტლიან სამოქმედო გეგმასაც კი ვერ გვთავაზობენ, რაიმე 10 წლიანი გეგმაზე საუბარი ხომ თავისთავად უაზრობაა. ან პანდემიით და ჩევი შიდა პოლიტიკურ ეკონომიკური არაპროგნოზირებადობის კვალდაკვალ, 10-წლიან სამოქმედო გეგმას რაზე დაყრდნობით დებენ, ამას საერთოდ ვერავინ შეასრულებს. ვითხოვთ, გვითხრან რას გვიპირებენ,, გვეხმარებიან თუ ვერ გვეხმარებიან, რეგულაციებს გეგმავენ თუ არა," - განუცხადაეს report.ge-ს მცირე და საშუალო ასოციაციის ქუთაისის რეგიონალურ ოფისში. 

გრძელვადიან ეკონომიკურ გეგმას ეჭვის თვალით უყურებს ექსპერტების ნაწილიც და მასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები აქვთ.

ბიზნესი საგადასახადო შეღავათების პაკეტის მომზადებასაც ითხოვს, მთავრობა კი გრძელვადიანი ეკონომიკის განვითარების ერთგვარ გზამკვლევს ქმნის. საუბარია ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მომუშავე სპეციალური კომისიის შექმნაზე, რომელიც 3 თვის განმავლობაში იმუშავებს ეკონომიკური განვითარების გეგმაზე და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, კომისიის მუშაობაში ჩართული იქნება და მონაწილეობას მიიღებს ყველა მხარე, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები და მაღალი დონის ექსპერტები. ეკონომიკის სექტორული განვითარებისა და აღდგენის პროცესში პარლამენტიც ჩაერთვება.

სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავრობა გააცოცხლებს ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს შემუშავდა. ესაა ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020." მათივე მტკიცებით, ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობას წლობით გადადებულ გეგმაში გარკვეული კორექტირების შეტანა მოუწევს, რომელსაც ახალ სიცოცხლეს შესძენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system