თავში

ბოლო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 4.0%- ით დასუსტდა

ბოლო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 4.0%- ით დასუსტდა
ბოლო კვირაში ლარი დოლართან მიმართებით 4.0%- ით დასუსტდა

ბოლო კვირის განმავლობაში, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 4.0%- ით დასუსტდა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

რაც შეეხება ლარის ეკონომიკური პარტნიორი ვალუტების კურსებს, მათ დოლართან მიმართებაში უმეტესად გამყარების ტენდენცია ახასიათებდათ.

"გასული კვირის მანძლზე, რუბლი დოლარის მიმართ 2.3%-ით კ/კ გამყარდა, ერთი კვირის წინ 3.8%-იანი გაუფასურების შემდეგ, რაც ძირითადად ნავთობის ფასების დინამიკით იყო განპირობებული. ევრო, უკრაინული გრივნა და ჩინური იუანი ასევე გამყარდნენ, შესაბამისად, 1,7% კ/კ, 1,2% კ/კ და 1,2% კ/კ აშშ დოლართან მიმართებაში. თურქული ლირა განაგრძობდა გაუფასურებას აშშ დოლარის მიმართ (2.4% კ/კ), თუმცა შედარებით ნელი ტემპით. შედეგად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4.4% –ით კ/კ გაუფასურდა," - ვკითხულობთ მიმოხილვაში.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 2020 წლის 2 ნოემბერს 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2439 შეადგინა. 

შეგახსენებთ, 2020 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს დაახლოებით 710 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა.

 ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

 ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system