თავში

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტია

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტია
დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტია

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტია. ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტის პირვანდელი ვერსიით გათვალისწინებული ოდენობა 225 მილიონი ლარით გაიზარდა მერიის აქტიური მუშაობის შედეგად ფინანსთა სამინისტროსთან. ამით დედაქალაქის ხაზინა მილიარდ 50 მილიონა ლარამდე შეივსო. კალაძის განმარტებით, იანვარში ამ თანხას დაემატება კიდევ 50 მილიონი დონორი ორგანიზაციებისგან და ჯამში 2021 წელს დედაქალაქის ხაზინის მოცულობა მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება. 

თბილისი მთავრობის მეთაურის თქმით, ეს თანხა არის საკმარისი დედაქალაქის მოსახლეობის ყველა საჭიროების უზრუნველსაყოფად.

კალაძის თქმით უპრეცენდენტოდ, 21 მილიონი ლარით, იზრდება ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯები. ამ მიმართულებით გაისად 350 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

350 მილიონი ლარი მოხმარდება თბილისის ინფრასტრუქტურულ განვითარებას.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს, დედაქალაქელების გვერდით დგომისთვის. 

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, დედაქალაქის ბიუჯეტი 840 მლნ ლარი იყო, რაც 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 261 მილიონი ლარით ნაკლები გახლდათ. 2020 წლის თბილისის ბიუჯეტის წლიური გეგმა 56.8%-ით შესრულდა. დედაქალაქს წელს სესხების მომსახურება/დაფარვა 18 მლნ ლარი დაუჯდა.

პანდემიის მიუხედავად, თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი კვლავ უპრეცედენტოდ დიდია.

იმის გასაგებად, თუ რას მოხმარდება დედაქალაქის 20201 წლის ბიუჯეტი, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system