თავში

ექნება თუ არა ორი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს

ექნება თუ არა ორი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს
ექნება თუ არა ორი ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს

"იხელთეს დრო რუსეთის მარიონეტებმა," - ასე აფასებს ეკონომისტი და ფინანსისტი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე მთავრობის მიერ ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანების მხარდაჭერას.

შეგახსენებთ, „ეიპიემ ტერმინალსის“ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლისა და ექსპერტიზის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრომ გასცა პირველი ეტაპის მიწათსარგებლობის ნებართვა ფოთის პორტის გაფართოებასა და გაღრმაწყლოვანების პროექტზე.

"ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დროულად განხორციელდება და რაც მთავარია, დასაქმდებიან ადამიანები. ამიტომ მივესალმებით ყველა მსხვილ საინვესტიციო პროექტს, განსაკუთრებით ახლა,როცა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოში გააჩერა ეკონომიკა“, - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ სახელმწიფოს დიდი გეგმები აქვს შავიზღვისპირეთში, ნომერ პირველ პრიორიტეტად კი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება რჩება.

ორი რღმაწყლოვანი იდეის მხარდამჭერია პრემიერ-მინისტრი გახარიაც. მისი თქმით, ფოთის პორტი ანაკლიის პორტის კონკურენტი და ჩამნაცვლებელი ვერ იქნება და მთავრობა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,  ორივე პორტის განვითარებაზე იზრუნებს.

რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ხელისუფლებას ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. უფრო მეტიც, ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ მთავრობას ანაკლიის პორტის აშენება არ სურს და ამას მათ ინვესტორებიც მიუხვდნენ.

"მიუხვდნენ რა ინვესტორები მთავრობას, რომ მას არ სურდა ანაკლიის პორტის აშენება, სულ ბოლო მოლაპარაკებებისას მოითხოვეს იმის გარანტია, რომ სანამ ანაკლიის პორტი არ აშენდებოდა, არ მიეცათ არავისთვის ქვეყანაში სხვა ”ღრმაწყლოვანი” პორტის აშენების უფლება. ეს ახალი მოთხოვნა სავსებით ლოგიკური იყო. გახარია აცხადებს, მერე რა მოხდა, ქვეყანას ორი ღრმაწყლოვანი პორტი ექნებაო. ბავშვმაც კი იცის, რომ ფოთი ვერასდროს გახდება ღრმაწყლოვანი. ინვესტორების დასაფრთხობად ფოთის პორტისათვის მიწის გამოყოფის ქაღალდიც კი საკმარისი აღმოჩნდება და ქვეყანა საერთოდ ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე დარჩება," - აცხადებს რომან გოცირიძე და დასძენს, რომ გაგანია კორონობის ჟამს საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტის ჩასაძირად დრო კიდევ ერთხელ გამონახა. ამ ეჭვს გოცირიძეს უმძაფრებს ის, რომ ფოთი პორტის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობა უახლოეს წარსულში ანაკლიის პორტის საწინააღმდეგო გამოსვლებით გამოირჩეოდა. 

"ფოთის პორტის ოპერატორი კომპანია „ეიპიემ ტერმინალსი“ ყოველთვის აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტი არ უნდა აშენდეს. ისინი ანაკლიის პროექტს ღიად ემტერებოდნენ და ძირს უთხრიდნენ. მოტივის პოვნა ძალიან ადვილია -„ეიპიემ ტერმინალსი“ რუსეთში ფლობს პორტებს და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულია. ანაკლიის პროექტის ჩაძირვა იყო რუსეთის მიზანი. მათ ივანიშვილმა ეს ოცნება აუსრულა. ამისთვის მოსკოვი მას ან არჩევნებზე დაეხმარებოდა, ანდა „ქართული ოცნების“ ლიდერს მათ წინაშე ჰქონდა ანაკლიის პორტის ჩაძირვის ვალდებულება. კრემლი მას ემუქრებოდა და ამ ვალდებულების შესრულებას ითხოვდა. ივანიშვილმა რუსეთის დავალება შეასრულა. ყველაფრის მიუხედავად ანაკლიის პროექტის განხორციელება მაინც დაიწყო, თუმცა ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ პროცესი გაეჩერებინა. ფოთიდან ანაკლიამდე სულ რაღაც 30 კილომეტრია. ასეთ პატარა ტერიტორიაზე ორი პორტის არსებობა წარმოუდგენელია. ფოთის პორტის წარმომადგენლების განცხადება მიზნად ისახავდა იმას, რომ ინვესტორებს ანაკლიის პორტის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაეკარგათ. ხელისუფლებამ ისარგებლა შექმნილი ვითარებით და გასცა ფოთის პორტის გაფართოების ნებართვა. ქვეყანაში გახლავთ საგანგებო მდგომარეობა, არ მუშაობს პარლამენტი, არ მუშაობს სხვა სახელმწიფო სტრუქტურები. ადამიანები გადართული არიან სულ სხვა თემებზე. ყველა ცდილობს როგორმე ამ ვირუსისგან დაიცვას თავი. ამ დროს საქართველოს ხელისფულება აქტიურად მუშაობს ფოთის პორტის გაფართოების ნებართვის გაცემაზე. ეს ქვეყნის ინტერესების ღალატია," - აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, ფოთის პორტისთვის გაღრმაწყლოვენების პირველი ეტაპის ნებართვის გაცემა ეჭვს უჩენს "ანაკლიის განვითარების კონსორვციუმსაც".

"მთავრობის ინტერესი ფოთის პორტის მიმართ შემაშფოთებელია და ბადებს ეჭვს, რომ მისი მოტივები საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის სურვილს სცილდება. გარდა ამისა, გაუგებარია მთავრობის ნაბიჯები. ჯერ კიდევ 2019 წლის მაისში გასცა მთავრობამ იგივე მიწათსარგებლობის ნებართვა კომპანიაზე APMT, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჩამოერთმია?"- აცხადებსნ კონსორციუმში.

ცნობისთვის, მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს უნდა აეშენებინა, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო, მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება 9 იანვარს ოფიციალურად შეწყვიტა.

როგორც მაშინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, მთავრობა ანაკლიის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს იწყებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system