თავში

ფქვილის სუბსიდირების პროგრამა მაისში სრულდება

ფქვილის სუბსიდირების პროგრამა მაისში სრულდება
ფქვილის სუბსიდირების პროგრამა მაისში სრულდება

ფქვილის სუბსიდირების პროგრამა პროგრამა 1-ელ ივლისს მთავრდება. გაგრძელდება თუ არა ის, ჯერ უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, ხორბლის გაიაფების გამო, მის გაგრძელებას მთავრობა საჭიროდ აღარ ჩათვლის. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განმარტებით, ამ პროგრამის გაგრძელება-შეწყვეტა დამოკიდებული იქნება რა დაკვეთას მისცემს მოსახლეობა მთავრობას.

"ხშირად გვეკითხებიან, საჭიროა თუ არა სუბსიდირების გაგრძელება. ეს მოსახლეობის შეკვეთასა და სახელმწიფოს პასუხზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ კერძო სექტორი ვართ, რომელიც სიტუაციაში ამის შემდეგ ერთვება. თუ მოსახლეობისგან მთავრობა მიიღებს შეკვეთას, რომ პურზე ფასი არ გაიზარდოს, მაშინ მთავრობა პურის მწარმოებლებს ეკითხება, რამდენია ის ფასი, რომლის შედეგადაც პურზე ფასს არ გაზრდიან. ასე მოხდა ახლაც: პურის მწარმოებლებმა თქვეს, რომ ესაა 1 ტომარაზე 53 ლარი. ამის შემდეგ წამოვიდნენ ჩვენთან, წისქვილკომბინატებთან და გვკითხეს, რამდენი გჭირდებთ სუბსიდირება იმისათვის, რომ პურის მწარმოებლებს 1 ტომარა ფქვილი 53 ლარად მიაწოდოთ, რათა პური არ გაძვირიდესო. შესაბამისად, შეიქმნა ასეთი ჯაჭვი. თუ მოსახლეობა და მთავრობა შეთანხმდება იმაზე, რომ პურზე ფასი ისევ არ გაიზარდოს, პურის მწარმოებლები გაზომავენ პარამეტრს, რამდენად უნდა მივაწოდოთ ფქვილი. თუ ეს ფასი თავისუფალი ბაზრით, იმის მიხედვით, რაც ღირს ხორბალი, ფქვილი და პური, იქნება ისეთი, რომ პურის მწარმოებლები ამ ფასში ჩაჯდებიან, მაშინ თავისუფალი ბაზრის პრინციპი იქნება. თუ ვერ ჩაჯდებიან, მაშინ სუბსიდირების რაოდენობა განისაზღვრება. დღეს ერთ ტომარაზე 15 ლარია, შეიძლება, იყოს 5 – 7 ლარი, ფასის კლებიდან გამომდინარე. მაშინ ვიმუშავებთ სუბსიდირების პროგრამით. შესაძლებელია, მთავრობამ ეს ყველაფერი თავისუფალი ბაზრის პრინციპით გაუშვას და თავისუფალი ფასი იყოს. მაშინ, სავარაუდოდ, პურზე ფასი გაიზრდება იქედან გამომდინარე, რომ ხორბლის ფასი კი შემცირდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ფქვილზე აისახოს ისე, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს“, – განმარტავს სილაგავა.

ცოტა ხნის წინ პურის მცხობელთა ასოციაცია ფქვილის სუბსიდირების ზღვრის დაწევას 53 ლარიდან 50 ლარამდე ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მეპურეები პურის 10-თეთრიან გაძვირებას აანონსებდნენ. პურის მრეწველთა კავშირი ფქვილის სუბსიდირების პროგრამაში 20 ტონამდე ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოების ჩართვასაც ითხოვდა. 

ფქვილის გაიაფების გამო შეიძლება სუბსიდია მალე აღარც გახდეს საჭირო. მეპურეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეში 1 ტომარა ფქვილი 7 ლარით გაიაფდა და 61 ლარი შეადგინა. ტენდენცია გრძელდება, რაც გლობალურ ბაზრებზე ხორბლის გაიაფებას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხორბლის ფქვილის სუბსიდირების“ სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში, ერთ 50 კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს. სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება ერთი 50 კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად.

2021 წლიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფები გაიზარდა. პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს, მათ შორის პურის მწარმოებლებს, 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის 50% დაუსუბსიდიროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system