თავში

ჰესებთან ერთად ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტებიც ფერხდება

ჰესებთან ერთად ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტებიც ფერხდება
ჰესებთან ერთად ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტებიც ფერხდება

ჰესებთან ერთად ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტებიც ფერხდება. ამის შესახებ report.ge-ს  „ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ განუცხადეს. მათი განმარტებით, თითქმის ყველა ენერგოპროექტთან სერიოზული წინააღმდეგობაა. ფონდში ამბობენ, რომ ზოგადად ენერგოპროექტების წინააღმდეგაა ბრზოლა გამოცხადებული, გასაჩივრებულია ქარის ელექტროსადურების რამდენიმე პროექტი, ისეთი არასერიოზული მიზეზებითაც კი, როგორიცაა, ღამურების, გადამფრენი ფრინველებისთვის საფრთხის შექმნა. ფონდში ხაზს უსვამენ იმას, რომ საქართველოს თანაბრად სჭირდება როგორც ჰიდრო ენერგია, ასევე განახლებადი ენერგებია, ქარის და მზის და უპირატეს მდგომარეობაში არც ერთი არ უნდა აღმოჩნდეს, თუმცა ენერგეტიკის განვითარების ფონდი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მითია ის, რომ მზისა და ქარის სადგურები შეძლებენ ჰიდროელექტროსადგურების ჩანაცვლებას. 

"მითია ის, რომ მხოლოდ მზისა და ქარის სადგურები იქნება საკმარისი და აღარ არის საჭირო ჰესები. არც ტექნიკურად და არც ეკონომიკურად ისინი ერთმანეთს ვერ შეცვლის. ისინი მხოლოდ ავსებენ ერთმანეთს დაქვეყანას ყველა სახის სადგური სჭირდება“, - ეუბნებიან report.ge-ს „ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ და დასძენენ, რომ ყველაზე კარგი სისტემა არის დივერსიფიცირებული ენერგოსისტემა. 

ენერგოგანვითარების ფონდის ინფორმაციით, 2030 წლისთვის საქართველოს ელექტროსისტემას უნდა დაუერთდეს 1000 მგვტ ქარის და 500 მეგავატი მზის სადგურები, ასევე სხვა ალტერნატიული წყაროები. 

შეგახსენებთ, ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ აქციები ბოლო 3-4 თვეა გააქტიურდა. ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო აქციებზე მსხვილი ჰესების მშენებლობის პროტესტების გარდა, ნათია თურნავას გადაყენებასაც ითხოვენ. მთავრობა ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერებას არც კი განიხილავს.

ენერგეტიკში 10 მილიარდ ლარზე მეტი FDI დაპაუზებულია. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 2019 წელთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 15-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. ერთ-ერთი სექტორი, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა ენერგეტიკაა. შარშან საქართველოს ენერგეტიკაში $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

რას კარგავს საქართველო ჰესების არ აშენებით, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system