თავში

"ისტორიაში პირველად საქართველო ჩინეთისკენ იმპორტს გაატარებს"

"ისტორიაში პირველად საქართველო ჩინეთისკენ იმპორტს გაატარებს"
ისტორიაში პირველად საქართველო ჩინეთისკენ იმპორტს გაატარებს

„ისტორიული ფაქტის მომსწრენი გავხდით - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა პირველად ამოქმედდა რევერსულ რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთიდან ჩინეთისკენ მიმავალი ტვირთი დაიძრა და პირველად, საქართველოს გავლით ჩინეთისკენ იმპორტირებული ტვირთი მიემგზავრება“, -  ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით თურული ექსპორტის ჩინეთში ტრანზიტის პირველ პრეცედენტს. 

მინისტრის თქმით, აღნიშნული დერეფნით ბოლო ორი წლის განმავლობაში აზიიდან ევროპისკენ და ჩინეთიდან მიმავალი საექსპორტო ტვირთი მოძრაობდა, თუმცა ახლა ჩვენ პირველად ვართ მომსწრეები, როდესაც საექსპორტო მატარებელი ჩინეთისკენ პირველად გავა საქართველოს გავლით.

„ ეს ნიშნავს, რომ სარკინიგზო დერეფანი მოქმედებს ორმხრივ რეჟიმში, მასპინძლობს მზარდ რაოდენობა ტვირთებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ არა მარტო ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი განვითარებისთვის, არამედ ქართული საექსპორტო პრუდუქციის ჩინეთში უფრო მარტივად ჩასასვლელად და ჩინურ ბაზარზე მოსახვედრად. ჩინეთი ჩვენი ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორია, ქართული ღვინის საკმაოდ დიდი მოცულობები მიემართება ჩინეთისკენ და ჩვენ ვხედავთ ამ ლოგისტიკის გაუმჯობესების გზით ქართული ექსპორტის ჩინურ ბაზარზე გაზრდის ძალიან კარგ შესაძლებლობას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში წუხელ შემოვიდა მატარებელი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა.  პირველი თურქულ-ჩინური საექსპორტო ტვირთი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით 16 ნოემბერს მივა. ის შუა სატრანსპორტო დერეფნის გავლით, სიანის პროვინციაში უნდა ჩავიდეს. მატარებელს ჯამში 8 693 კმ-ის გავლა მოუწევს, რაც მან 12 დღეში უნდა დაფაროს. მატარებელს მოუწევს გადალახოს 2 კონტინენტი, 2 ზღვა, 5 ქვეყანა. მატარებელი დატვირთულია თურქეთში წარმოებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით. ტვირთი 42 კონტეინერშია განთავსებული და მისი მიმღები ჩინეთია. თურქულ-ჩინური ექსპორტის ტრანზიტის ეს შემთხვევა უპრეცედენტოა, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები მხოლოდ ჩინეთიდან მოდიოდა და ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.

ბაქო - თბილისი - ყარსი არის ახალი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც გადის საქართველოზე და იმ დერეფნის ლოგისტიკური ნაწილია, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდა. სარკინიგზო მაგისტრალი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს. სატვირთო ტრანზიტისთვის სარკინიგზო მარშრუტი აქტიურია 2018 წლიდან.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთ-ევროპას შორის უმოკლესი გზაა, რაც აიაფებს ტვირთს და საქართველოს კონკურენტუნარიანობას ზრდის ამ დერეფანში. ნათია თურნავას თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსი, ახალი ამ მაგისტრალზე დღემდე დაახლოებით 400 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში BTK-თი გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU)

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველა დეტალი, თუ როგორ მუშაობს, რა ეკონომიკური ეფექტი აქვს საქართველოსთვის, პარტნიორი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალს, იკითხეთ, report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system