თავში

კახეთის 35 კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობაში ქართული კომპანიებიც ჩაერთვებიან

კახეთის 35 კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობაში ქართულ
კახეთის 35 კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობაში ქართული კომპანიებიც ჩაერთვებიან

წელს დაიწყება დღესდღეობით ყველაზე გადატვირთული გზის მონაკვეთის, კახეთის 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ქარსელაძე, აცხადებს. ქარსელაძის განმარტებითვე, ავტობანის გარკვეული მონაკვეთების ტენდერში მონაწილეობას, მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქართული კომპანიებიც შეძლებენ.

„სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების გათვალისწინებით ავტობანის გარკვეული მონაკვეთების ტენდერში მონაწილეობას, მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქართული კომპანიებიც შეძლებენ. ასეთი გამოცდილება სამინისტრომ მიიღო ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელების შედეგად, სადაც ოთხიდან სამ ლოტზე მშენებლობის ტენდერში ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა.

თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობაზე ტენდერი წელს გამოცხადდება და ამ ავტობანის მშენებლობას სახელმწიფო აფინანსებს.

ცნობისთვის ეს პროექტი აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ქვეშაცაა. გზის კეთილმოწყობა ორივე ქვეყნის ინტერესშია, რადგან აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანზიტო დერეფანს გახდის სრულყოფილს. ეს გზა საერთაშორისო-სატრანზიტო მნიშვნელობისაა, რადგან, თბილისი-კახეთის მთავარი მაგისტრალის ფუნქციის გარდა, ის ასრულებს სატრანზიტო დერეფანის ფუნქციას საქართველო-აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს შორის.

პროექტი ითვალისწინებს არა ძველი გზის, არამედ მთლიანად ახალი მაგისტრალის აღდგენას. თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიანი გზის მშენებლობის პროექტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია. პროექტის თანახმად, თბილისი-საგარეჯოს გზას ოთხი ზოლი ექნება. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პროექტირებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ავსტრიელი და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, ტენდერი თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობაზე მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში უნდა გამოცხადებულიყო.

ცნობისთვის, რუსთავიდან აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი გზის, რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მონაკვეთების მშენებლობა 2023 წლამდე გადაიდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system