თავში

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დასრულდა 

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დასრულდა 
კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დასრულდა 

300- ლარიანი კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია დასრულდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განმარტებით, ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მისაღები რეგისტრაცია 15 ივლისამდე გაგრძელდება იმ პირებისთვის, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში სეზონურ სამუშაოებზე საზღვარგარეთ გადიოდნენ.

„ამ ეტაპისთვის დარეგისტრირებული არის დაახლოებით 160 000 მოქალაქე, განხილული საბუთების რაოდენობა არის 110 000. შესაბამისად, დაახლოებით ამდენმა ადამიანმა უკვე მიიღო რეგისტრაცია, ხოლო დანარჩენი საბუთები უახლოეს მომავალში კომისიის მიერ იქნება განხილული და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული და კომპენსაციები დარიცხული ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეიდან 15 ივლისის ჩათვლით იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2019 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით 30 დღიდან 120 დღემდე, ან ის მოქალაქეები, რომლებსაც 2019 წლის განმავლობაში უფიქსირდებათ 60 ან მეტი საზღვრის კვეთა, მათთვის რეგისტრაცია გრძელდება 15 ივლისამდე“, - განაცხადა ბარკალაიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით, დახმარებები გათვალისწინებულია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

უხელფასო შვებულებაში მყოფებსა და უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა 6 თვეის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარა.

300-ლარიანი დახმარება შესთავაზა ხელისუფლებამ თვითდასაქმებულებს

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა ბიზნესს დღგ-ს უკან უბრუნებს.

კომპანიები, რომელმაცც შეინარჩუნესენ სამუშაო ადგილები, 6 თვის განმავლობაში750 ლარის ოდენობის სრული სუბსიდირება მიიღო საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლებამ ჯამში 3 მილიარდ ნახევარი დახარჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system