თავში

ლარიზაციის შეჩერებას რეკომენდირებენ

ლარიზაციის შეჩერებას რეკომენდირებენ
ლარიზაციის შეჩერებას რეკომენდირებენ

პროფესორი ლადო პაპავა ფიქრობს, რომ ლარის გაუფასურების პირობებში სრულიად შესაცვლელია რეფინანსირების სისტემა, რადგან რეფინანსირების სესხები ლარის გაუფასურებას იწვევს.

„რეფინანსირების სესხების ასეთი მაღალი ოდენობა განპირობებულია იმით, რომ გაზრდილია ლარზე მოთხოვნა. ბანკები თავისი ვალდებულებების მომსახურებას ვერ ახერხებენ, ამიტომ ეროვნული ბანკიდან იღებენ რეფინანსირების სესხებს. აუცილებელია, დროებით მაინც, სანამ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი არ დასრულებულა, შეჩერებული იქნეს ლარიზაციის გეგმა, ეს პრინციპულია. მნიშვნელოვანია, რომ სესხები უცხოურ ვალუტაში გაიცემოდეს. მაშინ მიმოქცევაში მეტი დოლარი იქნება. როდესაც ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ზდის, ერთს მხრივ ბანკებს კი აძლევს ლარს, მეორე მხრივ ზღუდავს ეკონომიკის განვითარებას, რადგან საპროცენტო განკვეთი მატულობს, ანუ სესხი ძვირდება,- აცხადებს ლადო პაპავა. 

ლარიზაციასთან დაკავშირებით მსგავსი პოზიცია აქვს ფინანსისტ ვახტანგ ხომიზურაშვილსაც, თუმცა მიიჩნევს, რომ დედოლარიზაციის კურსი ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს. დედოლარუიზაციის საწინააღმდეგო განცხადებებ, ფინანსისტი პოპულიზმს უწოდებს.

"დროებით უნსდა სევეშვათ ლარიზაციას. მესამე ტალღის საფრთხის წინაშე ვართ და მოსახლეობაში დოლარში დარეზერვების ტენდენციააა, რაც ლარის პოზიციებს ასუსტებს. დედოლარიზაციის მოწინააღმდეგეებივ კი დოლარში არეზერვებენ დანაზოგად ამიტომ დედოლარიზაციის წსაწნააღმდეგი განცხადებები პოპულიზმი მგონია. ლარიზაცია დროებიტ უნდა შეჩერდეს, მაგრამ ქვეყანამ ეს პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს," - განუცხადა report.ge-ს ვახრტანგ ხომიზურაშვილმა. 

ფინანსისტების შეფასებით, ლარიზაციის შერბილება, თუნდაც დროებითი, სავალუტო ბაზარზე ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს. მათი განცხადებით, ასეთი ზედაპირული, ცალმხრივი მიდგომა ეკონომიკურ გარემოს დააზარალებს. ასე ფიქრობს ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის განცხადებითაც, ლარიზაციის უფრო მეტად გამკაცრება ეკონომიკური გაჯანსაღების მხრივ დადებით გავლენას მოახდენს და ამ მიმართულებით უფრო შესაძლებელია მივიღოთ ზომები, ვიდრე პირიქით, ლარიზაცია შემსუბუქდეს და ამან სავალუტო ბაზარზე ნეგატიური პროცესები გაღრმავდეს.

საბანკო სექტორი ითხოვს შემსუბუქდეს ლარიზაციის პროცესისთვის გადადგმული შეზღუდვები, რაც მოკლევადიან პერიოდში ხელს შეუწყობს ბაზარზე ვალუტის მიწოდებას. მოთხოვნილია 200 ათას ლარიანი ჭერის შემცირება და სავალუტო მოზიდვაზე რეზერვის მოთხოვნის შემსუბუქება.  რაც შეეხება, დოლარიზაციის დონეს, ეროვნული ბანკის (სებ) ინფორმაციით, 2016-2020 წლებში სესხებისა და დეპოზიტების დოლარიზაცია 14%-ით შემცირდა. მათივე განმარტებით, დედოლარიზაცია და ლარიზაცია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების აუცილებელია, თუმცა ადვილი შესასრულებელი არაა. სებ-ის განმარტებითვე, დედოლარიზაციის პოლიტიკის წარმატება მხოლოდ ეროვნულ ბანკზე არ არის დამოკიდებული.

საქართველოს პირველი ბანკირი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ამტკიცებს, რომ ასეთ დროს გაცვლითი კურსის ჭარბ გაუფასურებას, ე.წ. "ოვერშუთინგს", შემდეგ გაცვლითი კურსის კვლავ შემოტრიალება მოყვება, რასაც, თავის მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციებისათვის მზადყოფნაც დაეხმარება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დედოლარიზაციის პოლიტიკის აუცილებლობაზეც ისაუბრა, რაც მსგავსი შოკების დროს კიდევ უფრო აქტუალური ხდება. 

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 38.36 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.19 პროცენტული პუნქტით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი მარტისათვის 36.02 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.14 მლრდ ლარით, ანუ 3.28%-ით მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.19 პროცენტული პუნქტით.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ სესხების ლარიზაციის პროგრამა 2017 წლის იანვარში დაამტკიცა. შედეგად, 200 000 ლარამდე სესხების გაცემა ბანკებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ. მაშინ სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობდა, რომ ლარიზაციის პროგრამით ლარის კურსზე ზეწოლა შემცირდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system