თავში

ლოკდაუნმა ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარით აზარალა

ლოკდაუნმა ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარით აზარალა
ლოკდაუნმა ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარით აზარალა

წინა შეზღუდვების შედეგად (პირველი ლოკდაუნი) ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარს კარგავდა. ამის შესახებ აღნიშნულია galt andt aggart-ის ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქებამ ეკონომიკური კლების ტემპი შეანელა.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო, განუსაზღვრელობა კვლევა მაღალ ნიშნულზეა, რადგან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. galt andt aggart-ის შეფასებით, სახეზეა პანდემიის მესამე ტალღა. ევროპაში შეზღუდვების მესამე ტალღა დაწყებულია. მესამე "ლოკდაუნს" საქართველოშიც განიხილავდნენ, თუმცა საქართველოს ახალი შეზღუდვები ჯერ-ჯერობით არ დაუწესებია და მხოლოდ აქამდე კოვიდმოქმედი რეგულაციები დატოვა ძალაში. 

ცნობისთვის, საქართველოში შეზღუდვების მეორე ტალღა "ზედმეტად მკაცრად" შეფასდა. საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზე იყო მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. შეზღუდვების გამო საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ კარგავს 16 მლნ ლარს. ქვეყანას ჯამურად 2020 წელს 1.0 მლრდ ლარის დანაკარგი უფიქსირდება. საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმს მიადგა. ქვეყნის ეკონომიკის 74 პროცენტს შეადგენს. სპეციალისტების განმარტებით, პანდემიური ეკონომიკური კრიზისი არ წარმოადგენს არც ციკლურ და არც სტრუქტურულ მოვლენას. ეს არის სრულიად ახალი ფენომენი, რომელიც ასახავს სიცოცხლისათვის უაღრესად საშიში დაავადების - COVID-19-ის „ტყვეობაში“ მოქცეული ეკონომიკის რეაქციას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system