თავში

მზად ვართ ვუმასპინძლოთ ტურისტებს სერბეთიდან - თურნავა სერბ კოლეგას შეხვდა

მზად ვართ ვუმასპინძლოთ ტურისტებს სერბეთიდან -
მზად ვართ ვუმასპინძლოთ ტურისტებს სერბეთიდან - თურნავა სერბ კოლეგას შეხვდა

მადრიდის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის Fitur 2021 - ის ფარგლებში, სადაც საქართველო პარტნიორის სტატუსითაა წარდგენილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს ტატიანა მატიჩს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტურიზმის სექტორში. აღინიშნა, რომ პანდემიამდე სერბეთიდან საქართველოში ტურისტების მზარდი დინამიკა ჰქონდა. 

„ჩვენ მზად ვართ, უსაფრთხოდ და კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ვუმასპინძლოთ ტურისტებს სერბეთიდან,” - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მ.შ. მედეა ჯანიაშვილი.

შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები ქვეყნებს შორის რეალურ პოტენციალს ნაკლებად ასახავს და არსებობს შესაძლებლობები იმისა, რათა უფრო მეტად განვითარდეს თანამშრომლობა ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა მიმართულებით. ა

ცნობისთვის, საქართველოს აქვს დიალოგი სერბეთთან ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლო გაფორმებაზე. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2021-ის სტუმრების პატივსაცემად გამართა. დღესვე მადრიდში ქართული დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პრეზენტაციაში „საქართველო - ღვინის აკვანი“ .

ტურიზმი საქართველოში პრიორიტეტული დარგია, რასაც ამტკიცებს ისიც, რომ მადრიდის ტურიზმის გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა და დაათვალიერა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს. მთავრობის მეთაური მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან, ზურაბ პოლოლიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურისტულ სტენდს გაეცნო.

ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. მსოფლიო ქართულ სათავგადასავლო, ღვინის, ეკო, აგრო და გასტროტურიზმს ეცნობა.

საქართველოს საპრეზენტაციო სტენდი საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ. გამოფენის მთავარ ვიდეოეკრანზე ვიზიტორებს შეუძლიათ, თვალი ადევნონ ვიდეორგოლებს საქართველოს შესახებ, გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერებით არის შეფუთული საერთაშორისო გამოფენის შესასვლელი და დასასვენებელი სივრცეები. საინფორმაციო ბანერები განთავსებულია ყველა საფეხმავლო ბილიკზე.

საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს. მადრიდის წლევანდელ გამოფენაში 261 ათასი დამთვალიერებელი ჰყავს. გამოფენაზე 165 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენას 11 ათასი კომპანია და 7 ათასზე მეტი ჟურნალისტი ესწრება.

ტურიზმის სტიმულირებისთვის, საქართველოს მთავრობა სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მუშაობს. ქვეყანას ღია აქვს საჰაერო საზღვრები, თუმცა სახმელეთო საზღვრების გახსნა 2021 წლის ზაფხულისთვის განიხილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system