თავში

ნავთობი გაძვირებას განაგრძობს

ნავთობი გაძვირებას განაგრძობს
ნავთობი გაძვირებას განაგრძობს

2020 წლის 12 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 55.79 (+ 1.78) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweetტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 51.17 (+ 1.23) დოლარი/ბარელზე.

ნავთობი გაძვირდა გუშინაც, რითაც "შავი ოქროს" გაუფასურების შეუქცევადი პროცესი განეიტრალდა.

იანვარში ნავთობი 10%-ით გაიაფდა და ამავე ტრენდს ინარჩეუნებდა დღემდე.

ნავთობის გაიაფებას სპეციალისტები ჩინეთში ახალი კორონავირუსის გავრცელებას უკავშირებენ.

ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნა კი 20%-ით შემცირდა.

2020 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ OPEK-ი სხდომის გამართვას გეგმავდა, სადაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ნავთობის ფასზე კორონავირუსის გავლენის საკითხის განხილვას გეგმავდა.

კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. ვირუსი, რომელიც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში აღმოაჩინეს, კორონავირუსების დიდ ოჯახს მიეკუთვნება და მწვავე რესპირატორულ სინდრომებს იწვევს.

ფატალურმა ვირუსმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში 298 ადამიანი იმსხვერპლა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 1366-მიაღწია. ინფიცირებულია 59 786 ადამიანი, 5899 კი გამოჯანმრთელდა. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system