თავში

პრემიერი: 150 000-მდე კომპანიას დღგ ავტომატურად დაუბრუნდება

პრემიერი: 150 000-მდე კომპანიას დღგ ავტომატურად დაუბრუნდება
პრემიერი: 150 000-მდე კომპანიას დღგ ავტომატურად დაუბრუნდება

"დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ, ფაქტობრივად მომენტალურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე, მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს," - ამის შესახებ საქართელოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის რეფორმა, რომლის მსგავსიც ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა.

მთავრობის მეთაურმა ფინანსთა სამინისტროს სისტემური რეფორმის გატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„კოვიდ-19-თან ბრძოლასთან ერთად ასევე გვაქვს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა - ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ამ თვალსაზრისით, ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა ისეთ სერიოზულ რეფორმაზე და ნაბიჯზე, როგორიც არის დღგ-ს ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერცერთ პერიოდში ვერ განახორციელა. ეს ნიშნავს იმნას, რომ დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ, ფაქტობრივად მომენტალურად. რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე, მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა. ეს არის რეფორმა, რომლის მსგავსიც ბოლო წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას, ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა და რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს როგორც საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და განსაკუთრებით ფასი აქვს ამ რეფორმას დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალის შენარჩუნების თვალსახრისით. მე მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმის გატარებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურ ჭრილში 3.2%-ით გაიზარდა.

პროექტი „დღგ-ის ავტომატური დაბრუნება“ სრულად სულ რაღაც ორი დღეა მოქმედებს. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის დღგ-ის დაბრუნების მოდულში ასახული ზედმეტად გადახდილი დღგ-ის თანხის დაბრუნება, მოთხოვნის წარმოდგენის გარეშე, ავტომატურად განხორციელდება მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 

ნოემბრის თვეში წარმოდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით 9 000-ზე მეტ დღგ-ს გადამხდელს დაუბრუნდა 70 მილიონ ლარზე მეტი თანხა.

ცნობისთვის, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს. 

ბიზნესი დღგ-ის რეფორმას იწონებს.

იმის გასაგებად, რა ცვლილებებს ითვალისწინებს "დღგ-ის რეფორმა", როგორ ცვლის ის ბიზნესგარემოს და რა დადებითი გავლება ექნება მას საქართველოს საინვესტიციო იმიჯზე, იკითხეთ report.ge-ს  ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system