თავში

ყარაბაღის ომი და საქართველოს ენერგეტიკა

ყარაბაღის ომი და საქართველოს ენერგეტიკა
ყარაბაღის ომი და საქართველოს ენერგეტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანის ომს ყარაბაღში საქართველოს ენერგოუსაფრთოებაზე პირდაპირი გავლენას აქვს,- ასე აფასებენ ენერგეტიკოსები ორი მეზობელი ქვეყნის ომის გავლენას საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე.

მათი განმარტებით გაზის მიმართულებით საქართველოს დამოკიდებულება აზერბაიჯანზე მაღალია. მზარდია იმპორტდამოკიდებულება აზერბაიჯანულ ელექტროენერგიაზე. 

ყარაბაღის კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის ათწლეულებია გრძელდება, თუმცა ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ ამ დაპირისპირებას რამე გავლენა მოეხდინოს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე, ანუ ენერგომომარაგებაზე.

სომხეთი საქართველოს საექსპორტო ბაზარია ელექტროენერგიის მიმართულებით და ამ ეტაპისთვის ექსპორტი შეწყვეტილია. ასე რომ, სპეციალისტები გაზისა და ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით საფრთხეს არ ელოდებიან.

" ჩვენ ელექტროენერგიის ყიდვა სასიცოცხლოდ გვჭირდება იანვრიდან მარტის შუა რიცხვების ჩათვლით. მაშინ აქვს საქართველოს უკმარისობის პიკი. მანამდე ჩვენ თავად ვახერხებთ საკუთარი წარმოებით დავაკმაყოფილოთ ელექტროენერგიის მოთხოვნა. სასწაული რომც მოხდეს, არის ალტერნატივა და ჩანაცვლდება რუსული ელექტროენერგიით აზერბაოჯანული ელექტროიმპორტი. არა მგონია, ამის საჭიროება დაგვიდგეს, მაგრამ ეს გზა არის. აი რაც შეეხება გაზს, გაზში კიდევ უფრო მაღალია აზერბაიჯანის იმპორტზე დამოკიდებულება. აქ კიდევ უფრო ნაკლებადაა მოსალოდნელი რამე გართულება, რადგან საქართველოში აზერბაიჯანიდან გაზი შემოდის სამხეთ კავკასიური მილსადენით  და ის ამარაგებს ევროპასაც. ასე რომ ამ მხრივ რამე გართულებას არ ველით. არც აქამდე ყოფილა და არც მომავალშია მოსალოდნელი," - ამბობს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.

შეგახსენებთ, ამ მომენტისთვის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი ჩვეული რეჟიმში მუშაობს, თუმცა, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე დარტყმა სცადეს ევლახის რაიონში და აზერბაიჯანის არმიამ ეს მცდელობა აღკვეთა. 

აზერბაიჯანის ომბუდსმენმა საბინა ალიევამ, სომხეთის მხრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე განხორციელებულ სროლასთან დაკავშირებით, მსოფლიო თანამეგობრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სროლა აკრძალული კასეტური ბომბებით განხორციელდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. 

რა გავლენა აქვს ყარაბაღის ომს საქართველოსა და რეგიონზე, იხილეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system