თავში

რამდენად ხელმისაწვდომია ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობა

რამდენად ხელმისაწვდომია ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობა
რამდენად ხელმისაწვდომია ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობა

საერთაშორის სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო ბაზრისათვის ლარისა და დოლარის ლიკვიდობის მიწოდება და ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით ხელმისაწვდომი გახადა ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობა. 

"ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს და მცურავი გაცვლითი კურსის მიმართ. 2020 წლის აპრილიდან დაწყებული, ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი ჯამურად 100 საბაზისო პუნქტით შეამცირა და ინფლაციური მოლოდინების ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან სიახლოვეს მყარად მოსათოკად აგვისტოს შემდეგ პოლიტიკის განაკვეთს მართებულად უცვლელად ინარჩუნებს", - აღნიშნულია სსფ-ის მისიის შეფასებით პრესრელიზში.

სპეციალისტები ეროვნული ბანკის ქმედებას ლარის ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად აკრიტიკებენ. ფინანსისტების ნაწილი ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი ბაზრიდან ერთი ხელით გაყიდის პირობითად 100 მილიონ დოლარს ანუ 330 მილიონ ლარს და მეორე ხელით რეფინანსირების სესხების სახით კომერციულ ბანკებს აწვდის ლიკვიდობისათვის გაცილებით 3-ჯერ და 5-ჯერ მეტ რაოდენობას ლარისას, რომლის ნახევარზე მეტი, ექსპერტების თქმით, მიემართება ისევ სავალუტო ბაზარზე დოლარის შესაძენად, რის გამოც, ინტერვენცია უშედეგოა.

შეგახსენენთ, ეროვნულმა ბანკმა (სებ) გუშინ მორიგი ინტერვენცია განახორციელა. მის მიერ სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 40 მილიონიდან 37 200 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

გუშინდელი ინტერვენციის ჩათვლით, სებ-ის მიერ წელს გაყიდული დოლარის მოცულობა 760 მილიონს გაუტოლდა.

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციებს, როგორც წესი, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ახორციელებს.

ლარი ორი დღეა ევროსთანაც და დოლართანაც მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.3186 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.9143 ლარად არის შესაძლებელი.  ამ მომენტისთვის (08:00 სთ) Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.2975 ლარად ივაჭრება.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავს, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ლარის გაუფასურების მიზეზებზე, შედეგებსა და პროგნოზებზე, იკითხეთ report.ge. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system