თავში

რეგიონების ინფრასტრუქტურაზე 320 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული

რეგიონების ინფრასტრუქტურაზე 320 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული
რეგიონების ინფრასტრუქტურაზე 320 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული

"განახლებული რეგიონებზე“ ტენდერები თვის ბოლომდე გაიხსნება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, "რეგიონალური ინფრასტრუქტურის ნაწილში გათვალისწინებულია 320 მლნ ლარამდე, რომელზეც ტენდერების ნაწილი გამოცხადებულია, ნაწილზე გამოცხადდება."  ლაშა ხუციშვილმა პროექტის დაფინანსების წყაროებზე საუბრისას განმარტა, რომ "განახლებული რეგიონები" ფინანსდება იმ საბიუჯეტო თანხით, რომლებზეც მოხდა ეკონომიები, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც არის ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებული იყო ისეთი ტიპის ხარჯებისთვის, რომელიც გამოთავისუფლდა ინფრასტრუქტურაში დასახარჯი რესურსებიდან.

„პროგრამა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკულად, ყველა რეგიონში ხორციელდება, ის გულისხმობს პირველ ეტაპზე 500 მლნ-იანი განახლების გეგმას. რეგიონალური ინფრასტრუქტურის ნაწილში გათვალისწინებულია 320 მლნ ლარამდე, რომელზეც ტენდერების ნაწილი გამოცხადებულია, ნაწილზე გამოცხადდება. რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, ეს არის ბიუჯეტში არსებული ის თანხები, რომლებზეც მოხდა ეკონომიები, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც არის ის ნაწილი, რომელიც გათვალისწინებული იყო ისეთი ტიპის ხარჯებისთვის, რომელიც გამოთავისუფლდა ინფრასტრუქტურაში დასახარჯი რესურსებიდან. შესაბამისად, აქ ვერ დადგებოდა საკითხი ისე, რომ სხვა მიმართულებით მომხდარიყო ამ თანხების განკარგვა. თანხების მიზნობრიობა იყო ის, რა მხრივაც იქნება გამოყენებული“, - ამბობს ფინანსთა მინისტრი.

„განახლებული რეგიონების“ პროექტის მიმდინარეობით კმაყოფილია საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართა. 

160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, ამოქმედდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დადააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულად განახლდება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. "განახლებული რეგიონებისთვის" ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. „განახლებული რეგიონების“ პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, ანუ მისი დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system