თავში

რეგიონში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოშია

რეგიონში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოშია
რეგიონში ყველაზე მკაცრი შეზღუდვები საქართველოშია

საქართველოს შემოღებული შეზღუდვები რეგიონის და დასავლურ ქვეყნებში ყველაზე მაღალი ხარისხისაა. ამის შესახებ აღნიშნულია Colliers Georgia-ს მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, ევროპული ქვეყნების შეზღუდვების ხარისხი დაახლოებით 60-80 ქულის კატეგორიაში ვარდება. მოცემული ცხრილის მიხედვით, საქართველო ინარჩუნებდა ძალიან მკაცრ შეზღუდვებს, თუმცა ამ ეტაპისთვის ეს შედარებით შემსუბუქებულია და მერყეობს 60-70 ქულებს შორის.

ცნობისთვის, მთავრობის რეაგირების/შეზღუდვების ხარისხის ინდექსი ასახავს, თუ რა სიმკაცრის ხარისხის ზომები აქვს მთავრობას გატარებული პანდემიის პირობებში. ინდექსი დგება ისეთი ინდიკატორების ანალიზის საფუძველზე როგორიცაა: სატრანსპორტო შეზღუდვები, სამუშაოების დახურვა, სკოლების დახურვა, და ა.შ.

წინა შეზღუდვების შედეგად (პირველი ლოკდაუნი) ეკონომიკა დღეში 16 მლნ ლარს კარგავდა.  საქართველოში შეზღუდვების მეორე ტალღა "ზედმეტად მკაცრად" შეფასდა. საქართველო COVID შეზღუდვების სიმკაცრით მე-15 ადგილზე იყო მსოფლიოს 184 ქვეყნიდან. შეზღუდვების გამო საქართველოს ეკონომიკა დღეში საშუალოდ კარგავს 16 მლნ ლარს. ქვეყანას ჯამურად 2020 წელს 1.0 მლრდ ლარის დანაკარგი უფიქსირდება. საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 6.1%-ით შემცირდა, ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმს მიადგა. ქვეყნის ეკონომიკის 74 პროცენტს შეადგენს. სპეციალისტების განმარტებით, პანდემიური ეკონომიკური კრიზისი არ წარმოადგენს არც ციკლურ და არც სტრუქტურულ მოვლენას. ეს არის სრულიად ახალი ფენომენი, რომელიც ასახავს სიცოცხლისათვის უაღრესად საშიში დაავადების - COVID-19-ის „ტყვეობაში“ მოქცეული ეკონომიკის რეაქციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system