თავში

"საქართველო სამხრეთკავკასიური ეკონომიკური ინტეგრაციის ინიციატივით უნდა გამოვიდეს"

"საქართველო სამხრეთკავკასიური ეკონომიკური ინტეგრაციის ინიციატივით
საქართველო სამხრეთკავკასიური ეკონომიკური ინტეგრაციის ინიციატივით უნდა გამოვიდეს

საქართველო სამხრეთკავკასიური ეკონომიკური ინტეგრაციის ინიციატივით უნდა გამოვიდეს. ასე ხედავს საქართველოს როლს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი აზერბაიჯანი-სომხეთის დაპირისპირებაში.

მისივე თქმით, ყოველგვარი დაყოვნება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერსებს და ამავე დროს, გაჩნდა შანსი საერთო რეგიონალური საინვესტიციო არეალის შექმნისათვის, რაც სამივე ერს განვითარების საშუალებას მისცემს. მისივე აზრით, ეკონომიკური ინტეგრაციის განხორციელება ერთადერთი გზაა კავკასიაში გრძელვადიანი სტაბილურობისა და განვითარების, ამავე დროს რეგიონალური სტრატეგიული სიმშვიდის დასამკვიდრებლად.

„გაჩნდა შანსი საერთო რეგიონალური საინვესტიციო არეალის შექმნისათვის, რომელიც გახდება პოლიტიკური სტაბილიზაციის და რეგიონის განვითარების, სამხრეთკავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პარადიგმის შესაქმენლად, რაც სამივე ერს განვითარების საშუალებას მისცემს", - განუცხადა ბოძაშვილმა report.ge-ს და დასძინა, რომ  ახალი ეკონომიკური გაერთიანება უნდა ითვალისწინებდეს ევროკავშირის მსგავსი ერთიანი ბაზრის ინიციატივას, საერთო რეგიონალური ენერგო და სატრანსპორტო ქარტიის შექმნას, საერთო რეგიონალური ეკონომიკური არბიტრაჟისა და სასამართლოს ჩამოყალიბებას, ერთიანი ციფრული ბაზრის ჩამოყალიბებას, ერთიანი ტურისტული გაერთიანების დაფუძნებას. 

ცნობისთვის, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეს მტკივნეული გადაწყვეტილება „საბრძოლო ვითარების ღრმა ანალიზის საფუძველზე“ მიიღეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კი დარწმუნებულია, რომ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიან კონფლიქტს წერტილს დაუსვამს და ხანგრძლივ მშვიდობას მოიტანს.

შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად 27 სექტემბერს დაიძაბაორ ქვეყანას შორის შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარე წლის ზაფხულშიც 12 ივლისსაც გააქტიურდა და, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდა.

კონფლიქტოლოგების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების პოზიცია აზერბაიჯანი-სომხეთის საომარი ვითარებისადმი ერთგვაროვანია. მათი თქმით, ორი ქვეყნის ომი დიდ დარტმას მიაყენებს რეგიონის ეკონომიკას.  ამ კონფლიქტის ეკონომიკური ფასი, პირდაპირ კავშირშია მის განგრძობადობასთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system