თავში

საქართველოდან წელს თევზი აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში დაექსპორტდა

საქართველოდან წელს თევზი აზერბაიჯანში, თურქეთსა
საქართველოდან წელს თევზი აზერბაიჯანში, თურქეთსა და სომხეთში დაექსპორტდა

საქართველოდან მიმდინარე წლის 9 თვეში 2,259.1 ტონა თევზი დაექსპორტდა. ფულად გამოსახულებაში თევზის წლევანდელი ექსპრტი 1,167.1 აშშ დოლარს გაუტოლდა.

ექსპორტი სამ ქვეყანაზე ნაწილდება.ესაა აზერბაიჯანი სომხეთი და თურქთი.

საქართველოდან თევზის ყველაზე დიდი რაოდენობა გაიყიდა თურქეთში, სადაც მიმდინარე წლის 9 თვეში 0302 სასაქონლო ნიშნის ქვეშ გავიდა 876.7 ათასი დოლარის ღირებულების 2,190.2 ტონა თევზი.

თევზის ექსპორტის მოცულობით მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი, სადაც წელს გაიყიდა 255.4 ათასი დოლარის 50.6 ტონა თევზი.

რაც შეეხება სომხეთს, აქ საქართველოდან დაექსპორტდა 35.0 ათასი დოლარის 18.3 ტონა თევზი.

აზერბაიჯანსა და სომხეთში საქართველომ თევზი საავტომობილო გზით შეიტანა, ხოლო თურქეთში ზღვით.

საქართველოში პირველი თევზსაჭერი გემი შენდება. პირველი ქართული თევზსაჭერი გემის მშენებლობა სახელმწიფომ დააფინანსა.

შეგახსენებთ, შავ ზღვაში თევზის მოპოვებაზე კვოტები განისაზღვრა.  2020-2021 წლის თევზის მოსაპოვებელი რესურსის კვოტების რაოდენობა ქაფშიის შემთხვევაში 109 000 ტონას შეადგენს.

მთავრობა აკვაკულტურის გააქტიურებას გეგმავს.

მზადაა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ახალი კანონით აკვაკულტურის ადგილობრივ კოოპერატივებს ეძლევათ გარკვეული ბენეფიტები. კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, დღეს საქართველოში თევზის 22000 ტონამდე იმპორტი შემოდის, ქვეყნის რეალური შესაძლებლობა კი 30-დან 50 ათას ტონამდე თევზისა და ზღვის პროდუქტების წარმოებაა. მათივე მტკიცებით, ახალი კანონპროეექტით, აკვაკულტურის დარგი დასტიმულირდება და პირველ ეტაპზე ჩანაცვლდება იმპორტი, მეორე ეტაპზე ქართული თევზი გავა ექსპორტზე და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში განავითარებს ეკოტურიზმს.

ცნობისთვის, 2024 წლამდე აკვაკულტურის ინდუსტრიაში ჩართული პირები ყველა გადასახადისაგან გათავისუფლდნენ.

წყლის ორგანიზმების მოშენება მხოლოდ აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზეა დასაშვები. აკვაკულტურის განხორციელების უფლება პირს მიენიჭა 20 წლამდე ვადით. აკვაკულტურის საქმიანობის ნებართვის გაცემა 2024 წლიდან 200 ლარი ეღირება.

კანონპროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 25 ივნისს დამტკიცდა, 2021 წლიდან ამოქმედდება.

ცნობისთვის, საქართველოში 26 ათასზე მეტი მდინარეა, 860-მდე ტბა და 12 წყალსაცავია. გარდა ამისა, ქვეყანაში არის უამრავი შესაძლებლობა ხელოვნური წყალსატევების შექმნის.

2019 წელს საქართველოს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი, წინა წელთან შედარებით, 3.5 პროცენტით გაიზარდა და 2 464.7 ტონა შეადგინა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system