თავში

საწვავის გაიაფების პერსპექტივა არ არსებობს

საწვავის გაიაფების პერსპექტივა არ არსებობს
საწვავის გაიაფების პერსპექტივა არ არსებობს

უახლოეს პერიოდში ლარის გამყარება, ან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საცალო ბაზარზე საწვავის გაძვირებას ელიან, გაიაფებას კი პრაქტიკულად გამორიცხავენ.

საქართველოში ბრენდირებულ ბენზინგასამართს სადგურებზე, ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინის ფასმა 2.65-ს, პრემიუმისამ კი 2.85-ს გადააჭარბა, რაც 3 კვირის წინანდელ ფასს  15 თეთრით, ნახავარი წლის წინანდელ მაჩვენებელს კი 70 თეთრით აღემატება. 

"უახლოეს პერიოდში გაიაფების პერსპექტივა არ არსებობს," - ასეთი პროგნოზი აქვს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტს ვანო მთვრალაშვილს საწვავის ფასებთნ დაკავშირებით. მისი განმარტებით, საწვავის ღირებულების ცვლილებაზე, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ იმპორტირებულ პროდუქტზე მოთხოვნა-მიწოდებასთან ერთად, გავლენას ლარის კურსი და საერთაშორისო ფასი ახდენს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გადასახადებია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არ იცვლება. 

დღეს საქართველოში საწვავი ერთბაშად, 5 თეთრით, გაძვირდა და ფასმა 2.68 ლარიდან 2.73 ლარს მიაღწია. ბოლო წლებში საწვავის ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 2.71 ლარი იყო.

ნავთობი და საწვავი პროპორციულად ძვირდება. საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 65 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან.

ცნობისთვის, სპეციალისტების განცხადებით, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი - 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს. იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ. მათი თქმით, აქციზის შემცირება საწვავს 20 თეთრით გააიაფებს, თუმცა, საბიუჯეტი შემოსავლების შემცირების გამო, სპეციალისტების ნაწილს ის გაუმართლებლად მიაჩნია. ბიუჯეტს აქციზის დაწევით შემოსავლების სახით 276 მლნ ლარამდე დააკლდება (2020 წლის იმპორტის მოცულობის გათვალისწინებით). ახლა, როცა ბიუჯეტის დეფიციტი 7%-ს აჭარბებს და სახელმწიფო ვალმა მშპ-ს მიმართ 60%-იანი ზღვარი გადალახა,  გადასახადების შემცირების ალბათობა უკიდურესად დაბალია და ვანო მთვრალაშვილი ამას გამართლებულად არც მიიჩნევს.

საწვავზე მაღალი ფასი ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზე, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობა ხდება. 

რაც შეეხება, ნავთობის მსოფლიო ბაზარზს, პანდემიის გამო, 1 წლის წინ, 2020 წლის აპრილში, 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით "შინ დარჩა", რამაც საწვავის მოხმარება და შესაბამისად ნედლ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა, ამან კი Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი XXI საუკუნის მინიმუმამდე, 73%-ით $18-მდე შემაცირა. მარაგების გადავსებისა და კონტრაქტების ვადის ამოწურვის შედეგად, ღირებულება მინუსზეც კი გავიდა და -$38-ზე დაფიქსირდა, რაც ნავთობის წარმოების ისტორიაში აბსოლუტური მინიმუმი იყო. ნავთობის  73%-იანი გაიაფების პარალელურად შარშან საქართველოში საწვავზე საცალო ფასები  20-25 პროცენტით შემცირდა. მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასების ზრდა მაისიდან დაიწყო და დეკემბერში 1 ბარელი ნავთობის ფასი $50-ს გადასცდა, თებერვალში $60-ს. დღეს $64-ს უდრის.

ნავთობზე გლობალურმა ფასების ვარდნამ 2020 წელს საქართვლოს იმპორტის ღირებულება $259 მლნ-ით $498 მლნ-მდე შემცირდა, თუმცა იმპორტი რაოდენობრივად გაიზარდა 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე: ბენზინის იმპორტი 0.7%-ით 540 ათას ტონამდე შემცირდა, დიზელის კი 2.5%-ით 566 ათას ტონამდე გაიზარდა. იმის გამო, რომ კომენდანტის საათმა საქართველოში საწვავის მოხმარება შეამცირა, ვანო მთვრალაშვილი იმპორტის რაოდენობრივ ზრდას იმპორტიორი კომპანიების მიერ მარაგების შექმნით ახსნა. 

რა ღირს ამჟამად საწვავი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე იხილეთ ქვემოთ:



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system