თავში

ზეთის საერთაშორისო ფასი 8%-ით გაიზარდა

ზეთის საერთაშორისო ფასი 8%-ით გაიზარდა
ზეთის საერთაშორისო ფასი 8%-ით გაიზარდა

მარტში მცენარეულ ზეთზე FAO -ს ინდექსი, ანუ ზეთის საერთაშორისო ფასი, 8%-ით გაიზარდა. მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია, რასაც გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანალიტიკოსები ბიოდიზელის მწარმოებელ ინდუსტრიაში სოიოს ზეთზე მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნას უკავშირებენ.

2020 წელს, წინა, 2019 წელთან შედარებით, მცენარეულ ზეთებზე საერთაშორისო ფასები 19.1%-ით გაზარდა.

საქართველოში ზეთი და ცხიმი გაძვირდა როგორც 2021 წლის მარტშითებერვალში, 2021 წლის იანვარშიც და 2020 წლის დეკემბერშიც. ადგილობრივ ბაზარზე ზეთის გაძვირებას კიდევ ელიან.  ზეთის იმპორტიორების განმარტებით, დეფიციტი არ არის, მაგრამ წარმოების შემცირებას აქვს ადგილი და ყველაზე მეტად ფასმა ცხიმებსა და მარცვლეულზე მოიმატა, შესაბამისად, ყველა დასახალება გაძვირდა. საქართველოში ზეთის გაძვირებას ხელი ლარის გაუფასურებამაც შეუწყო, რადგან, იმპორტიორების განმარტებით, გაძვირდა ლოჯისტიკა, საწვავის, რაც იმპორტს კიდევ აძვირებს. 

"სამწუხაროდ, დადებითი მოლოდინი ფასთან დაკავშირებით არ გვაქვს. სამომავლოდ კიდევ მოიმატებს ფასი. ფასები მზარდია და როდის გაჩერდება, არავინ იცის. სექტემბერში ახალ მოსავალს მივიღებთ და ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეიცვლება ბაზრებზე ზეთის ღირებულება", - ამბობს report.ge-სთან  "ალფას“ დამფუძნებელი და ზეთის იმპორტიორი კომპანია, ,,ბარაქას", დირექტორი, გურამ ბროძელი და დასძენს, რომ ფასის ზრდის გამო ზეთის რეალიზაცია შემცირდა.

ცოდნის არქონა, ნედლეულის დეფიციტი და ტექნიკის გაუმართაობა - სამი ძირითადი მიზეზია, რის გამოც საქართველოში ზეთის წარმოება ვერ ვითარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system