თავში

29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელებაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელებაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელებაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გასულ წელს, ამბროლაურში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. 

29 წლის ლასო აბუთიძის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ 15-15 წლით პატიმრობა შეუფარდა.  

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ლ.ა. იმავდროულად ვ.ს. ფიზიკურად გაუსწორდა მ.ც.-ს, რომელიც ლ.ა.-ს მკვლელობაში ბრალდებულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. ი.ქ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად), ხოლო ვ.ს.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და ძალადობა) წარედგინათ. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.ქ. და ვ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ამბროლურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, 29 წლის ლასო აბუთიძე მოკლეს, რომელიც მასთან სტუმრად მყოფი გოგონების დაცვას ნასვამი პირებისგან ცდილობდა. მოგვიანებით 29 წლის კაცი საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვესამბროლაურში მოკლული 29 წლის ახალგაზრდის, ლასო აბუთიძის მკვლელობის დეტალებს იხსენებს თვითმხილველი, მანანა ავსაჯანიშვილი.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system