თავში

ადვოკატები პაატა იმნაძისა და ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ

ადვოკატები პაატა იმნაძისა და ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ
ადვოკატები პაატა იმნაძისა და ლევან რატიანის გამოკითხვას ითხოვენ

27 წლის გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები დღეს პროკურატურას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის გამოკითხვის მოთხოვნით მიმართავენ. ვახტანგ ბარამაშვილის თქმით, მათ შესაძლოა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეძლონ. 

დღეს ადვოკატები იმ ინექციის კოლოფის გადაცემასაც ელოდებიან, რომლითაც მეგი ბაქრაძე აცრეს.

„გამოძიების ფარგლებში გარკვეული ფაქტები იდენტიფიცურებულია, თუმცა, ფაქტების უმეტესობა იდენტიფიცირებულია სწორედ იმ პირების მიერ, რომლებიც საქმეში ცრუ მოწმის სახით მონაწილეობენ.

გამოძიება ამოიღებს ფლაკონს, რომელიც საქმეში დამაგრდება. გვექნება საშუალება, რომ ეს ფლაკონი დავათვალეროთ. როგორც უკე ბევრჯერ გავაჟღერეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რატომ აწერია ფლაკონს 11 სთ და 40 წუთი, ან თუ 11 სთ-სა და 40 წუთზე ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, როგორ მოხერხდა 35 წუთის განმავლობაში 10 ადამიანის აცრა“,- განაცხადა ბარამაშვილმა.

შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.

7 აპრილს, მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ ექიმებს ბრალი წარუდგინა.

დღეს კი, ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system