თავში

ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ს ჩართვისთვის შსს მზადყოფნას გამოთქვამს

ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ს ჩართვისთვის შსს მზადყოფნას გამოთქვამს
ბაჩალიაშვილის საქმეში FBI-ს ჩართვისთვის შსს მზადყოფნას გამოთქვამს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს. 

ინფორმაცია report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“, - აცხადებენ უწყებაში.


ცნობისთვის, ოჯახმა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა და გამოძიების პროცესში FBI-ს ჩართვა მოითხოვა. რის შემდეგაც მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდადა განუმარტა, რომ FBI-ს ჩართვის მოთხოვნა სახელწმიფოს პრეროგატივაა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system