თავში

ბიძინა ესებუას სისხლის სამართლის საქმე, ცალკე წარმოებად განიხილება - ადვოკატი

ბიძინა ესებუას სისხლის სამართლის საქმე,
ბიძინა ესებუას სისხლის სამართლის საქმე, ცალკე წარმოებად განიხილება - ადვოკატი

ბიძინა ესებუას სისხლის სამართლის საქმე, მისი ძმის, გასული წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმეს გამოეყო და აღნიშნული საქმეები ცალკე წარმოებად განიხილება.

ამის შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ წარადგინა. როგორც ბრალდებულის უფლებადამცველმა, სოსო ჯანაშიამ განაცხადა, დაცვის მხარისთვის მტკიცებულებების მოსაპოვებლად ერთი თვე საკმარისი არ იყო. 

მისივე განცხადებით, სასამართლო პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადაისინჯვის შუამდგომლობაც დააყენეს, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბიძინა ესებუა პატიმრობაში დატოვა. 

ცნობისთვის, ძებნილი ბადრი ესებუას ძმა სამართალდამცველებმა შაბათს დააკავეს. ბიძინა ესებუას ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო მასალა, საძილე ტომარა, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები. არსებობს ვერსია, რომ ბიძინა ესებუას კონტაქტი ჰქონდა ყაჩაღურ თავდასხმაში მხილებულ ბადრი ესებუასთან.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, ყველა მძევლის გათავისუფლების შესახებ.

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე", შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიამ დრომდე გრძელდება.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system