თავში

FBI-მ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა

FBI-მ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა
FBI-მ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა

ამერიკის ფედერალურმა ბიურომ (FBI) ბაჩალიაშვილის საქმეში ჩართვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

,,ჩვენ დავსვით კითხვები FBI-ის ჩართულობასთან დაკავშირებითაც. როგორც განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც პროკურატურაში თქვეს, FBI აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება მათი კომპეტენცია არ არის", - განაცხადა ლომჯარიამ. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოს სახალხო დამცველი გენერალურ პროკურორს შეხვდა.

პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ და ნინო ლომჯარიამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმის შესახებ ისაუბრეს.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, 4 აგვისტოს, ახალგაზრდა პროგრამისტის ოჯახმა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა და გამოძიების პროცესში FBI-ს ჩართვა მოითხოვა. რის შემდეგაც მათ საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა და განუმარტა, რომ FBI-ს ჩართვის მოთხოვნა სახელწმიფოს პრეროგატივაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system