თავში

გაათავისუფლებენ თუ არა რურუას - ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა

გაათავისუფლებენ თუ არა რურუას - ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა
გაათავისუფლებენ თუ არა რურუას - ადვოკატმა შუამდგომლობა დააყენა

,,მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. როგორც სასამართლო პროცესზე დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, შუამდგომლობის საფუძველი დღეს დაკითხული მოწმის ჩვენება გახდა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, მოწმის განაცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობის გარე პერიმეტრზე მდებარე სათვალთვალო კამერები აფიქსირებდა იმ ადგილს, სადაც რურუას შეჩერება და დაკავება მოხდა, თუმცა, აღნიშნული ჩანაწერი არ არის იმ ჩანაწერში, რომელიც გამოძიებას ამოღებული აქვს. 

ადვოკატის თქმითვე, არსებობდა ჩანაწერი, რომელიც აჩვენებდა რომ გიორგი რურუას ჩხრეკა არ მომხდარა და ჩხრეკის ოქმი ყალბია.

საძაგლიშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუას იარაღი კი არ "ჩაუდეს", დოკუმენტურად გაუფორმეს ისე, რომ მისი ჩხრეკა საერთოდ არ განხორციელებულა და ეს მოწმის ჩვენებითაც გამოიკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში, პარლამენტის სხდომის პარალელურად მიმდინარეობს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უნდა მიიღონ.

ცნობისთვის, 25 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა არ გაათავისუფლა. სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა მაშინაც დააყენა და რურუასთვის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა რურუასთვის გირაოს შეფარდების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი რურუას ბრალდებას დაემატა ახალი მუხლი, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system