თავში

გიორგი გაბუნია სუს-ში არ მივა

გიორგი გაბუნია სუს-ში არ მივა
გიორგი გაბუნია სუს-ში არ მივა

გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივა. ჟურნალისტი ჩვენების მიცემას სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

ცნობილია, რომ სუს-ში ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორიც დაიბარეს, თუმცა ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა.

ისიც სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვას ითხოვს.

ტელეკომპანია "მთავარი არხის" მტკიცებით, თბილისში დააკავეს პირი, რომელიც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნული პირი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთას ასრულებდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 15 ივნისს განცხადება გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system