თავში

გლდანის ციხეში ყაზახი გამომძიებლები უნდა მივიდნენ

გლდანის ციხეში ყაზახი გამომძიებლები უნდა მივიდნენ
გლდანის ციხეში ყაზახი გამომძიებლები უნდა მივიდნენ

გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ყაზახი გამომძიებლები უნდა მივიდნენ. ისინი აისელ აიტპაევას გარდაცვალებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუა უნდა გამოკითხონ.

ყაზახი გამომძიებლები უკვე ორი დღეა საქართველოში იმყოფებიან და საქმის მასალებს ეცნობიან, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მათ უკვე გამოკითხეს რამდენიმე პირი. 

როგორც ბესიკ თორდუას ადვოკატმა ლაშა შუკაკიძემ განაცხადა, გამომძიებლებს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან სავარაუდოდ ყაზახეთში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ მურატ მეირბეკოვთან დაკავშირებით ექნებათ.

"აღნიშნულ საქმეზე ყაზახეთის სახელმწიფოში გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით მიმდინარეობს, რასაც არ ვეთანხმებით. მსგავსი რამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც გამოკვეთილა და არც ფიგურირებს არანაირი ტრეფიკინგი. დღეს იგეგმება, რომ ყაზახური მხრიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაიკითხოს. დღეს ველოდებით სასჯელაღსრულებიდან შესაბამის ოთახს, რომ შეხვედრისთვის მოაწყონ. ბუნებრივია, ყველა ინფორმაციას, რაც გვაქვს, ყაზახურ მხარეს მივაწვდით, მაგრამ აღნიშნულ საქმეში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ან ამ გოგოსთან მიმართებაში ტრეფიკინგი არ იკვეთება. დარწმუნებული ვარ, მათ კითხვები ექნებათ იმასთან დაკავშირებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რამე ინფორმაცია ხომ არ აქვს თუ რას და როგორ ეწეოდა მურატ მეირბეკოვი", - განაცხადა შუკაკიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

26 წლის ასელ აიტპაევა, მასზე ძალადობის შესახებმეგობარს თვითმკვლელობამდე მისწერა.

გარდაცვლილის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლეს და სხეული ფანჯრიდან გადააგდეს.

შეგახსენებთ, 5 მაისს ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 26 წლის გოგო, რომელიც თბილისში გააუპატიურეს და მერვე სართულიდან გადახტა, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიტპაევაა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული გოგოს მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობა.

2021 წლის 5 მაისს, თბილისში, ბ.თ. -მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ასელ აიპაევა გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგად მძიმე ფსიქო-ტრამვულ მდგომარეობაში მყოფი ქალი მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შსს-მ 6 მაისს დააკავა ბრალდებული, 57 წლის ბესიკ თოდუა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი დაკავებულს ბრალი 7 მაისს წარუდგინა. ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მედიაში გავრცელდა ბრალდებული ბესო თორდუას ჩვენება, რომელიც აცხადებდა,რომ ასელი დის ქმარმა გააუპატიურა თავად კი შვილივით ექცეოდა და ასელთან სექსუალური კავშირი ქალის თანხმობით დაამყარა.

საქართველოში გარდაცვლილი ყაზახი ქალის საქმეში კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერი არსებობს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system