თავში

პროკურატურა ნიკა მელიას განაჩენს ასაჩივრებს

პროკურატურა ნიკა მელიას განაჩენს ასაჩივრებს
პროკურატურა ნიკა მელიას განაჩენს ასაჩივრებს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა. პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმის ერთ ეპიზოდში ნიკა მელია გამართლდა. 

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ საკითხს პოლიტიკური სარჩული აქვს.

"7 წლის განმავლობაში იხილავდა საქალაქო სასამართლო არსებულ საქმეს და ამ საქმეში გამამართლეს. ახლა, მოულოდნელად, გუშინ შევიტყვეთ, რომ ჩანიშნეს პროცესი. რას უნდა ელოდებოდე, რა თქმა უნდა, პატიმრობას, 10 მარტს ან მერე უზენაეს სასამართლომდე მივა ეს საქმე და იქ უკვე მრავალჭირნახული ბატონი თადუმაძე ჩაერთვება იქ და რას გადაწყვეტს თავად, კაციშვილმა არ იცის. ერთი სიტყვით, ივანიშვილი ცდილობს, რომ სულ მოლოდინის რეჟიმში ამყოფოს ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი - დაგვიჭერენ თუ არ დაგვიჭერენ. სინამდვილეში, ცხადზე უცხადესია, რომ ეს ადამიანი თამაშობს დაჭერობანას, მაგრამ დაჭერობანას პრინციპი რა არის - ან შენ იჭერ, ან ის გიჭერს, ჰოდა, რატომ ჰგონია, რომ მაინცდამაინც ყოველთვის ის დაიჭერს, ასეთი უსამართლო ბერკეტების გამოყენებით, ჩალით ხომ არ არის დაფარული?! ამიტომ, ყურადღებას არ ვაქცევ და ვაგრძელებთ მუშაობას სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო ჯგუფებთან იმ გეგმის მიხედვით, რომელიც დავისახეთ ლეიბორისტული პარტიის ოფისში,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 000-ს ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. სასამართლომ მელია საქმის ერთ ეპიზოდში გაამტყუნა, მეორეში კი გაამართლა. ამ განაჩენის შედეგად, ნიკა მელიას საპარლამენტო უმრავლესობამ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system