თავში

პროკურორი: სიცრუის დეტექტორს საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს

პროკურორი: სიცრუის დეტექტორს საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს
პროკურორი: სიცრუის დეტექტორს საპროცესო კანონმდებლობა არ იცნობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დასრულდა. 

სასამართლომ ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებით განხილვა დაიწყო. პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ნიკოლოზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ ითხოვენ მის აცილებას.

პროკურორმა არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს და მისი მამის მიერ შიმშილობის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროცესი ჩატარდება კანონით დადგენილი წესით, ხოლო ბრალდებულს აქვს უფლება მიმართოს პროტესტს. 

მისივე თქმით, სიცრუის დეტექტორის ინსტიტუტს მართლმსაჯულება არ იცნობს და მოწმის სანდოობა მხოლოდ სასამართლომ უნდა შეაფასოს. 

"დღეს დაიწყო არსებითი განხილვა, ბრალდების მხარემ წარმოადგინა ცალკეული მტკიცებულებები და შესავალი სიტყვა. სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო. ასევე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება არასრულწლოვნების პატიმრობაში დატოვების. რაც შეეხება ჩემს აცილებას, ეს საკითხი დადგა წინა სასამართლო პროცესზეც და ეს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა მათ სასამართლომ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს პოზიცია არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, არის მართალი, დაკითხვას ესწრებოდა ბრალდებულის სამართლებრივი წარმომადგენელი. რაც შეეხება სიცრუის დეტექტორს, მოწმის სანდოობის საკითხი უნდა შეაფასოს მხოლოდ სასამართლომ, სხვა ინსტრუმენტებს არ იცნობს საპროცესო კანონმდებლობა და სასამართლო. სისხლის სამართლის პროცესს და მართლმსაჯულებას აქვს თავისი მიზნები, პროცესი ჩატარდება კანონით დადგენილი წესით და ბრალდებულს აქვს უფლება მიმართოს ნებისმიერ პროტესტის ფორმას," - განაცხადა ნიკოლოზ სანიკიძემ. 

ცნობისთის, 12 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნული იყო, რომ გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა საქმის მასალების ჩაბარებაზე უარი თქვეს და მასალების გაუთქმელობაზე ხელი არ მოაწერეს. 13 აგვისტოს კი, ბრალდებულს სახაზინო წესით ადვოკატი დაუნიშნეს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system