თავში

რა კითხვები აქვთ ბაჩალიაშვილის მშობლებს შოთაძესთან - ოჯახი გენერალურ პროკურორს ხვდება

რა კითხვები აქვთ ბაჩალიაშვილის მშობლებს შოთაძესთან - ოჯახი გენერალურ პროკურორს ხვდება
რა კითხვები აქვთ ბაჩალიაშვილის მშობლებს შოთაძესთან - ოჯახი გენერალურ პროკურორს ხვდება

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან. 

როგორც მიხეილ რამიშვილმა გენერალური პროკურორთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, მას საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა აქვს და იმედოვნებს, რომ შეხვედრა რამდენიმე წუთში არ დასრულდება. 

„ძალიან ბევრი კითხვა გვექნება. მოთხოვნებს არ დავაკონკრეტებ. პირველ რიგში, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის მხრიდან იქნება დასმული კითხვები, თუ რატომ მოხდა ისე, რომ პროკურორმა არაეთიკური კითხვები დასვა, რატომ მოინდომა ინფორმაციის მიღება, რაც უკავშირდება ჟურნალისტს და მიკავშირდება მე. არსებული აბსოლუტურად მიუღებელია. მე არა ბრალდებულის, არამედ დაზარალებულის ინტერესებს ვიცავ. ეს გარემო და ფონი ფსიქოლოგიურად მიუღებელია. არის გარკვეული კითხვის ნიშნები, რომელიც კიდევ უფრო მრავალი ხდება. ირაკლი შოთაძესთან მე უფრო საქმიანი კითხვები მექნება. ვიმედოვნებ, რომ იქნება არა წუთიერი, არამედ რამდენიმე საათიანი შეხვედრა. საქმის მასალების გამოთხოვასაც მოვითხოვ“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორი მაია გოგორელიანი მას აბულინგებდა. მისივე თქმით, პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს. ასევე გამომძიებელი ინტერესდებოდა, თუ რა ჰონორარს უხდის ოჯახი ადვოკატ მიხეილ რამიშვილს, როგორ და რატომ მოხვდა ის ამ საქმეში.

თამაზაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მას გენერალურ პროკურორთან კითხვები ექნება.

თამაზაშვილის საჯარო განცხადებების შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system