თავში

,,შესაძლოა, ყოველ წუთს კომაში ჩავარდეს" - ადვოკატი

,,შესაძლოა, ყოველ წუთს კომაში ჩავარდეს" - ადვოკატი
,,შესაძლოა, ყოველ წუთს კომაში ჩავარდეს - ადვოკატი

ადვოკატის ინფორმაციით, გოგი წულაია მე-7 დღეა შიმშილობს. როგორც report.ge-ს ვალერი გელბახიანმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მედიკამენტებსაც არ იღებს.

ადვოკატის თქმით, გოგი წულაია, შესაძლოა, ყოველ წუთს კომაში ჩავარდეს.

,,ძალიან გამხდარია, მეტყველებაც უჭირს. ერთი კვირაა უარს ამბობს საკვებზე და მედიკამენტებზე. მას აქვს ქრონიკული დიაბეტი და გულის შუნტირების ოპერაციის ჯერ კიდევ შეუხორცებელი პროცესი. ძალიან სარისკო მდგომარეობაა, რამაც შესაძლოა, ყოველ წუთს წარმოშვას გაუთვალისწინებელი შედეგები. შესაძლოა, კომაში ჩავარდეს. ვესაუბრე და ვთხოვე, რომ სასწრაფოდ შეეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ უარი მივიღე. დავუკავშირდი მის მეუღლეს, რომ იქნებ მათ მიაწვდინონ ხმა და სცადონ გადარწმუნება," - განაცხადა ვალერი გელბახიანი report.ge-სთან საუბარში.

ადვოკატის თქმით, გოგი წულაია სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვს.

,,მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა იცის მისი ავადმყოფობისა და შიმშილის შესახებ, ძალიან შეწუხებულმა მითხრა, რომ სახალხო დამცველი და არც არავინ კითხულობს ჩემ ამბავსო. ითხოვს ქალბატონი ლომჯარიას შესვლას და ნახვას", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 17 მარტს, გოგი წულაია, ნაქირავებ ბინაში, ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

აღნიშნულ საქმეში დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც წულაიას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

წულაიამ პროტესტის ნიშნად დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.

18 მარტს, პროკურატურამ გოგი წულაიასბრალდება წარუდგინა.

19 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system