თავში

შსს: რეგულაციების დამრღვევ პირთა იდენტიფიცირება ხდება და ისინი 2000-ლარით დაჯარიმდებიან

შსს: რეგულაციების დამრღვევ პირთა იდენტიფიცირება ხდება და ისინი 2000-ლარით დაჯარიმდებიან
შსს: რეგულაციების დამრღვევ პირთა იდენტიფიცირება ხდება და ისინი 2000-ლარით დაჯარიმდებიან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც არღვევენ დადგენილ რეგულაციებს და მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000-ლარიანი ჯარიმის სახით.

შსს საზოაგადოებას დადგენილი რეგულაციების დამორჩილებისკენ მოუწოდებს.

,,საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. 

მოგიწოდებთ დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო 10 000 ლარით იურიდიული პირებისათვის.

შესაბამისად, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000 ლარიანი ჯარიმის სახით", - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა.

გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ ქალაქებში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება.

გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური 2 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 10 000 ლარით.

შეზღუდვების მიუხედავად, მოძრაობა ,,სირცხვილია" პარლამენტთან აქციას მართავს.

აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system