თავში

თავდასხმა ბანკზე - ვახტანგ გომელაურის პირველი კომენტარი

თავდასხმა ბანკზე - ვახტანგ გომელაურის პირველი კომენტარი
თავდასხმა ბანკზე - ვახტანგ გომელაურის პირველი კომენტარი

შინაგან საქმეთა მინისტრი ყვარელში,"საქართველოს ბანკზე" მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. 

ვახტანგ გომელაურის თქმით, მძარცველი სხვადასხვა რაოდენობის თანხას ითხოვდა. 

მინისტრს მძარცველის ვინაობის შესახებ არ უსაუბრია, აღნიშნა მხოლოდ ის, რომ ბანკზე თავდამსხმელი საქართველოს მოქალაქეა.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, კახეთიდან არის. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენ თანამშრომლებს, ასევე, ბანკის თანამშრომლებს, მოქალაქეებს, რომლებიც იყვნენ შენობაში. მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩაატარეს ყველაფერი და უსისხლოდ დამთავრდა. 

ყველაფერი გავაკეთეთ, ვეცადეთ, რომ ეს ადამიანი უვნებლად დაგვეკავებინა. 

სხვადასხვა თანხას ითხოვდა, ხან ნახევარ მილიონს, ხან ერთ მილიონს.

არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად, ისე მოვახერხეთ აყვანა. ყველა მძევლის მდგომარეობა არის სტაბილური, არავინ დაშავებულა", - განაცხადა შს მინისტრმა, რომელიც ყვარელში იმყოფება. 

მინისტრი მძევლების გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი დაახლოებით საათნახევრის წინ დააკავეს. 

ის შენობიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა გაიყვანეს.

მანამდე კი, "საქართველოს ბანკის" შენობა დატოვეს მძევლებმა.

ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყვარელში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში მძარცველი დაახლოებით დღის 15:30 საათზე შეიჭრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system