თავში

"TV პირველმა" სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრა

"TV პირველმა" სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრა
TV პირველმა სასამართლოს განჩინება სააპელაციოში გაასაჩივრა

"TV პირველის" ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

ტელეკომპანია საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელიც საქალაქო სასამართლომ მიიღო და პროკურატურას ამით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება მისცა.

როგორც "TV პირველის" ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, რომ არავინ ტელევიზიაში შეჭრას არ გეგმავს, ეს საფრთხე იქამდე არსებობს, ვიდრე არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი.

ადვოკატის შეფასებით, თავად ეს დოკუმენტი უკანონო და თავისუფალი სიტყვის შემზღუდველია.

ცნობისთვის, 6 მარტს, "ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილი ღარიბაშვილს ფეისბუქ კომენტარის გამო გარკვეულ პირებზე ანგარიშსწორებას სთხოვს.

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "TV პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვა მისცა. საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

"ტვ პირველთან" დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system