თავში

"უთხრა, რომ 112-ში დაერეკა" - "საქართველოს ბანკში" მძევლად აყვანილი პირი მომხდარს იხსენებს

"უთხრა, რომ 112-ში დაერეკა" - "საქართველოს ბანკში" მძევლად აყვანილი პირი მომხდარს იხსენებს
უთხრა, რომ 112-ში დაერეკა - საქართველოს ბანკში მძევლად აყვანილი პირი მომხდარს იხსენებს

"საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე თავდასხმისას, მძევლად აყვანილი და გათავისუფლებული იოსებ სამხარაული მომხდარს იხსენებს.

"ჩვენი შესვლიდან დაახლოებით 5 წუთში, ეს პიროვნება ჩვენთან მოვიდა და ყველას ერთ ადგილზე შეგროვება გვთხოვა. ვიყავით ორი მომხმარებელი და ბანკის ოთხი თანამშრომელი. ითხოვდა ნახევარ მილიონ დოლარსა და ნახევარ მილიონ ლარს. ერთ-ერთ მომხმარებელს, რომელიც მერე გამოუშვა, უთხრა, რომ 112-ში დაერეკა და ეთქვა, რაც მოხდა - რომ ბანკში მძარცველი შემოიჭრა და მძევლები აიყვანა. პროცესში აქტიურად ჩაერთო სამხარეო პოლიციის უფროსი, ბატონი გიორგი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, რომ ამ პიროვნებას მძევლები გაეთავისუფლებინა", - ამბობს იოსებ სამხარაული "ქრონიკასთან".

ცნობისთვის, შეიარაღებული მამაკაცი "საქართველოს ბანკის" ფილიალში 9 სექტემბერს, დაახლოებით დღის 15:30 საათზე შეიჭრა.

თავდამსხმელს 13 ადამიანი მძევლად ჰყავდა აყვანილი და დიდი ოდენობით თანხას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შალვა მელიქიშვილმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

49 წლის შალვა მელიქიშვილი სამართალდამცველებმა რამდენიმესათიანი სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. 

მის მიმართ შსს-მ გამოძიება თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system