თავში

ლიეტუვა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

ლიეტუვა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება
ლიეტუვა მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. უწყებამ Twitter-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ პოლიტიზებული გადაწყვეტილებებისგან. 

"ლიეტუვა ყურადღებით აკვირდება საქართველოს  ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის მის სამშობლოში დაკავების ცნობებს. ველით, რომ კანონის უზენაესობა და შესაბამისი პროცესები იქნება დაცული. მტკიცედ მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ ნებისმიერი პოლიტიზებული გადაწყვეტილებისგან", – ნათქვამია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტში. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობსდა უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველი პარტიაში აცხადებდნენმ რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system