თავში

,,როგორც კი დაიძვრება სპეცრაზმი, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში" - ნიკა მელიას მიმართვა

,,როგორც კი დაიძვრება სპეცრაზმი, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში" - ნიკა მელიას მიმართვა
,,როგორც კი დაიძვრება სპეცრაზმი, ჩვენ მათ დავუპირისპიროთ ბევრი ტაში - ნიკა მელიას მიმართვა

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია პარტიის ცენტრალურ ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სპეცდანიშნულების რაზმი მის დასაკავებლად დაიძვრება, მათ მხოლოდ ტაშით დახვდნენ.

,,ჩვენ გვიპირისპირდება რეჟიმი, არანაირი ხელისუფლება, მთავრობა, რეჟიმი, რომელიც დგას ძალმომრეობაზე. მინდა გთხოვოთ, ეს ადამიანები აქ მოვლენ, დღეს იქნება თუ ხვალ, თავისუფლებამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები, ნიღბებით, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით. მე მინდა გთხოვთ, მათი გამოჩენისთანავე დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია, საქართველოს ჰიმნი და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხი და მეორე მხარეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი",  - მიმართა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს.

გარდა ამისა, ნიკა მელიამ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. 

,,ვერავინ ვერავის ვერ დაიჭერს. დამთავრებულია რეჟიმის საქმე, ვერ გაბედავთ აქ მოსვლას. გეუბნებით ღარიბაშვილო, ივანიშვილო, ვერ გაბედავთ. იმიტომ, რომ მართლები ვართ. აქ ჩხუბისთვის არ ვემზადებით, ვემზადებით სიმღერისთვის, საქართველოს ჰიმნისთვის. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ხართ მოძალადეები, ხოლო აქეთ სილაღეა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, 17 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

18 თებერვალს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შსს-ს თანამშრომლები სასამართლო განჩინების აღსრულების მიზნით მივიდნენ, თუმცა მათ კარი ჩაუკეტეს და შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის მიზეზად მან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მისთვის მიუღებელია ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ ნებისმიერი, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

მმართველმა გუნდმა პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

გუშინ, 22 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system