თავში

შარლ მიშელი საქართველოში გადაღებულ სურათს აქვეყნებს - PHOTO

შარლ მიშელი საქართველოში გადაღებულ სურათს აქვეყნებს - PHOTO
შარლ მიშელი საქართველოში გადაღებულ სურათს აქვეყნებს - PHOTO

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი სოციალურ ქსელში, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დროს გადაღებულ სურათებს ე.წ დღის სიუჟეტში (Story) აქვეყნებს.

დიპლომატის პირველი კადრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას ასახავს.

"ბედნიერი ვარ, რომ თბილისში დავბრუნდი. ქალბატონო პრეზიდენტო მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის",- ასე აღწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნულ კადრებს.

"ნება მიბოძეთ მივულოცო ქართველ ლიდერებს შეთანხმება, რომელიც დაასრულებს პოლიტიკურ კრიზისს. დღეს იწყება ბევრი შრომა, რომელიც წინ წაიყვანს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე. ეს მიღწევა თქვენია. ახლა გამოწვევაა ამ შეთანხმების შესრულება"- წერს შარლ მიშელი კადრებზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს არის გადაღებული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემდეგი "სთორი" საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხება.

"კომპრომისი ევროპის ძალაა. ეს არ არის სისუსტე. ის საშუალებას იძლევა გაჩნდეს ხმების სიმრავლე და კოლექტიური ინტელექტი",- ასე ასათაურებს შარლ მიშელი,  ირაკლი ღარიბაშვილთან, არჩილ თალაკვაძესთან და იმ ბარიერგადალახულ დეპუტატებთან შეხვედრას, რომლებმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოფიციალური ვიზიტის საქართველოში,მეორედ,  20 აპრილს ჩამოვიდა. დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ- მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და იმ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა რომლებმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

გვიან ღამით, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად ვახშამი გაიმართა.

შარლ მიშელის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system