თავში

"სისულელისთვის ბოდიშს ვიხდი, ავიჭერი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დალაგდეს" - ხვიჩია

"სისულელისთვის ბოდიშს ვიხდი, ავიჭერი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დალაგდეს" - ხვიჩია
სისულელისთვის ბოდიშს ვიხდი, ავიჭერი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ დალაგდეს - ხვიჩია

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ვითარების დასალაგებლად. ამის შესახებ ხვიჩიამ ფეისბუქჯგუფ "გირჩის ბაბლში" დაწერა.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ დალაგდეს. მხოლოდ ამ განწყობით ვარ. დილის სისულელისთვის კვლავ ბოდიშს ვიხდი. ავიჭერი. არ ველოდი", - დაწერა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიამ ამ განცხადებამდე ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ ზურაბ ჯაფარიძის საკითხზე მედიასთან ურთიერთობას წყვეტს, სანამ თავად ჯაფარიძეს არ დაელაპარაკება. ხვიჩიამ ბოდიშიც მოიხადა. 

შეგახსენებთ, დღეს "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან. მისი მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იაგო ხვიჩიას ფეისბუქ სტატუსებს არ უკავშირდება.

თუმცა, 3 დეკემბერს, ზურაბ ჯაფარიძემ აღიარა, რომ იაგო ხვიჩიას განცხადებებით "გირჩს" ზიანი მიადგა.

ცნობისთვის, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავებას გამოემაურა.

"ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". - დაწერა მან.

აღნიშნულ კომენტარს, სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

განცხადება გაავრცელა გირჩის თანამფუძნებელმაც. ნინო დარსაველიძე იაგო ხვიჩიას განცხადებების გამო დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას ითხოვს. 

დღეს ასევე განცხადება გაავრცელა პოლიტიკური ცენტრ "გირჩის" და "გირჩი TV-ს" დამფუძნებელმა გოგა ხაჩიძემ. ხაჩიძე აცხადებს, რომ "გირჩი" არის უნიკალური იდეა და მთავარი ადამიანი ამ იდეის გარშემო ზურაბ ჯაფარიძეა.

გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და ყველა ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება, "გირჩიდან" უნდა წავიდნეს.

"გირჩში" მიმდინარე პროცესებს გოგა ხაჩიძე დღეს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და მან ზურაბ ჯაფარიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system