თავში

მძღოლის კლასტერი გაფართოვდა - ზუგდიდში კორონავირუსი ბავშვებს დაუდასტურდათ

მძღოლის კლასტერი გაფართოვდა - ზუგდიდში კორონავირუსი ბავშვებს დაუდასტურდათ
მძღოლის კლასტერი გაფართოვდა - ზუგდიდში კორონავირუსი ბავშვებს დაუდასტურდათ

ზუგდიდში 4 ადამიანს Covid-19 დადასტურდა. აქედან 3 არასრულწლოვანია.

ბავშვები სატვირთოს მძღოლის კლასტერიდან არიან, კერძოდ, ერთი არასრულწლოვანი 42 წლის ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრია, ხოლო ორი - ნათესავი. 

კიდევ ერთი ინფიცირებული კი ახალგაზრდა ქალია, რომელმაც საზღვარი გადმოკვეთა და ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდა. 

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი მონაცემები ჯერ არ ასახულა.

ცნობისთვის, აქამდე ვირუსი ინფიცირებული მამაკაცის კონტაქტებიდან 6 ადამიანს ჰქონდა დადასტურებული. 

ორ კონტაქტს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. ორივე მათგანი ერთი ოჯახის წევრი და ინფიცირებულის ახლო ნათესავია. უფრო კონკრეტულად, პირები, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინეს, ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის და და სიძე არიან. ისინი ანაკლიის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.

მანამდე COVID-19 ინფიცირებული მამაკაცის დედასა და 2 არასრულწლოვან შვილსაც დაუდასტურდა.

ცნობისთვის, ზუგდიდში ტრაილერის მძღოლს კორონავირუსი 16 მაისს დაუდასტურდა. მან საქართველოს საზღვარი ერევნიდან 17 აპრილს გადმოკვეთა და ორი კვირა თვითიზოლაციაში გაატარა, თუმცა კორონავირუსი თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ გამოუვლინდა. თვითიზოლაციის დასრულების შემდეგ ის შიდა გადაზიდვებზე მუშაობდა. მამაკაცს ორმხრივი პნევმონია აქვს და ის თბილისში მკურნალობს. მდგომარეობის გაუარესების გამო, სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს პაციენტის დედაც.

stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 723 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 495 ადამიანი. გარდაცვლილია 12 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3259 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 323. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system