თავში

ლაშა ტალახაძეს აეროპორტში პატრიარქის ჩოხოსნები დახვდნენ

​ლაშა ტალახაძეს აეროპორტში პატრიარქის ჩოხოსნები დახვდნენ
ლაშა ტალახაძეს აეროპორტში  პატრიარქის ჩოხოსნები დახვდნენ

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები მოსკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ ძალოსნებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს პატრიარქის ჩოხოსნებმა.

საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია. გიორგი ასანიძის შეგირდებმა მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე რვა ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო ლაშა ტალახაძემ. მან ეს რეკორდების თანხლებით გააკეთა: ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში კი 485 კგ დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

რაც შეეხება ნაკრების სხვა წევრებს, ანტონ პლესნოიმ (96 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები მოიპოვა; აკვრაში ოქროს, ხოლო ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მიიღო რეზი დავითაძემ (89 კგ); ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა შოთა მიშველიძემ (61 კგ), ხოლო აკვრაში ბრინჯაოს დასჯერდა გოგა ჩხეიძე (67კგ).

ამასთან, ქალთა შორის გამართულ შეჯიბრზე ანასტასია გოტფრიდი 87 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ატაცში გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system