თავში

მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი იასპარეზებს
მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

ბუდაპეშტში მინდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს მედლების მოპოვებას სამი ქართველი შეეცდება. 

66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს. 52კგ-ში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი პირველ წრეში აზერბაიჯანელ გიულთაჯ მამედალიევას შეხვდება. ამავე წონაში გამოვა მარიამ ჯანაშვილიც და მისი მეტოქე მეორე წრეში მოზამბიკელ ჯასირა ფერეირასა და მონღოლ სოსორბარამ ლხაგვასურენს შორის გაირკვევა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ფინალური ბლოკი კი – 19:00 საათზე დაიწყება.

გუშინ ტურნირის პირველ დღეს ქართველებს არ უასპარეზიათ. 60 კგ.-ში მამაკაცთა შორის რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი იაგო აბულაძე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ფინალში მან გუსმან ყირგიზბაევს წუთსა და 35 წამში სძლია.

ქალებში კი 48 კგ.-ში მსოფლიო ჩემპიონი იაპონელი ნაცუმი ცუნოდა გახდა. ფინალში მან თანამემამულე ვაკანა კოგას ავასატე იპონით დაამარცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system